6 ოქტომბერი, 2020

ხატია ბუნიათიშვილი კვლავ რჩეულია

პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი კვლავ რჩეულია – ის მსოფლიოს წამყვანი ფრანგული საიუველირო ბრენდის Cartier-ი ელჩია.

ქართველმა ხელოვანმა უკვე მიიღო მონაწილეობა უახლესი ყელსაბამების სარეკლამო ფოტოსესიაში.

ხატიამ უდიდესი მადლიერება გამოთქვა ბრენდის ხელმძღვანელობის მიმართ, რომელმაც საკუთარი კოლექციის ელჩად მთელს მსოფლიოში სწორედ ქართველი პიანისტი აირჩია.