20 ივნისი, 2020

ფეხსაცმელები საქართველოს დროშით

ფეხსაცმელები საქართველოს დროშითXXI საუკუნის მოდა სავსეა შემოქმედებითი სიახლეებით. ცნობილი თუ დამწყები დიზაინერები ცდილობენ, საკუთარი ნამუშევრების ორიგინალურობით მიიპყრონ ყურადღება.

დიზაინერ ალექსანდრ სირადეკიანისთვის საქართველოს დროშა ახალი ფეხსაცმელების შთაგონების წყარო გახდა. ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ფოტოები დიზაინერმა საკუთარ ინსტაგრამზე გაავრცელა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

დიზაინერმა ფეხსაცმელების ახალი კოლექცია საქართველოს დროშის გარდა, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, ისრაელის, იტალიის, რუსეთის და სხვა ქვეყნების დროშების გამოყენებითაც შექმნა.

ალექსანდრ სირადეკიანი რუსი დიზაინერია, რომელსაც სომხური წარმომავლობა აქვს. იგი თბილისში დაიბადა, გაიზარდა და სწავლობდა, თუმცა მოგვიანებით საცხოვრებლად რუსეთში წავიდა და დღემდე იქ მოღვაწეობს.

ფეხსაცმელები საქართველოს დროშით