საბედისწერო გასეირნება ულამაზესი მარიშა გვიდანისთვის

15 წლის ულამაზესი მოდელისთვის მარიშა გვიდანისთვის ველოსიპედით გასეირნება საბედისწერო აღმოჩნდა – ნასვამმა მძღოლმა მისი სიცოცხლე იმსხვერპლა.

დედისერთა გოგონამ 9 დღე კომაში გაატარა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მარიშა სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელსის” მოდელი იყო.

თაკო ჩხეიძე, სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელსის” ხელმძღვანელი:

“ჩვენი ლამაზი, ლაღი, ცხოვრების მოყვარული, ულამაზესი სულის პატრონი მარიშა…

სიტყვებს ვერ ვპოულობ, ვუთანაგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებს..

რთულია გადმოცემა რასაც განვიცდით, ამ საშინელი უსამართლობის გამო, რომელმაც შეიწირა მარიშა..

რას მივმართოთ, როგორ გავამკაცროთ, როგორ გავაგებინოთ ადამიანებს, რომ არაფხიზელ მდგომარეიბაში საჭის მართვას ეწირებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები!”