6 მარტი, 2022

დემნას არაჩვეულებრივი წერილი

მსოფლიოში ცნობილი ქართველი დიზაინერი დემნა ძალიან კარგ წერილს აქვეყნებს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“უკრაინაში მიმდინარე ომმა ჩემში იმ წარსული ტრავმის ტკივილი გააღვიძა, რომელიც 1993 წლიდან თან დამაქვს. ზუსტად იგივე მოხდა ჩემს ქვეყანაშიც. ეს ისეთი რამაა, რა დროც არ უნდა გავიდეს, ყოველთვის შენში დარჩება.

წარმოუდგენლად რთული იყო ჩემთვის ამ შოუზე მუშაობა. ასეთ დროს, მოდა არსებობის უფლებასაც კი კარგავს. მოდის კვირეული აბსურდულად გამოიყურება. შოუს გაუქმებაზეც კი ვფიქრობდი. მასზე მე და ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ყველა ძალიან ველოდით.

თუმცა, ვიფიქრე, რომ ეს კიდევ ერთხელ იქნებოდა ეშმაკთან დანებება, რომელმაც უკვე საკმარისი ტკივილი მომაყენა, თითქმის 30 წლის განმავლობაში.

შოუს არანაირი განმარტება არ სჭირდება – ის სიმამაცეს, გამძლეობას, მშვიდობის და სიყვარულის გამარჯვებას ეძღვნება!”