30 აგვისტო, 2022

გამორჩეული ჯილდო დემნა გვასალიასთვის

დიზაინერ დემნა გვასალიას ჯილდოები და პრიზები არ აკლია, მაგრამ ჯილდო, რომელიც უკრაინის პრეზიდენტისგან – ვოლოდიმირ ზელენსკისგან მიიღო, ნამდვილად გამორჩეულია.

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე იმ პოლიტიკოსებისა და ხელოვანების სია გამოქვეყნდა, რომლებიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის წინაშე დამსახურებისთვის სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა.

ჩამონათვალში ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაცაა. მარტში მან შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექციის ჩვენება მოაწყო და უკრაინას მიუძღვნა. დემნა უკრაინის აღსადგენად ფინანსური დახმარების ფონდის, United 24-ის ელჩიც გახდა.