კატეგორია: კულტურა

გაიცანით რეზო ესაძე მხატვრის ამპლუაში

რეზო ესაძე ნახატებს გამოფენს

ალბათ ბევრმა რა იცის, რომ ცნობილი რეჟისორი რეზო ესაძე არაჩვეულებრივი მხატვარია. 17 სექტემბერს 16.00 საათზე აჭარის მუზეუმის ხელოვნების მუზეუმში რეზო ესაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება. გამოფენა იმართება ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის “BIAFF 2019”-ის ფარგლებში. რეზო ესაძე დაიბადა 1935 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში. 1956 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1958 წელს […]

ანიტა რაჭველიშვილის გერმანული აღიარება

ანიტა რაჭველიშვილის გერმანული აღიარება

ქართველი მეცო სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილის ხმა უკვე მთელმა მსოფლიომ აღიარა და შეიყვარა. ოპერის მომღერალი 113 კრიტიკოსისა და მუსიკისმცოდნის რჩეული გახდა. მან მიიღო German Record Critics’ Award 2018 – გერმანელი კრიტიკოსების ჯილდო 2018 წლის საუკეთესო აუდიო ჩანაწერისთვის, რომელიც 1980 წელს დაარსდა და მუსიკალური ჩაწერის სფეროში “უმაღლესი მიღწევებისა და ხარისხის ყველაზე მკაცრი სტანდარტების” შექმნის მიზნით. ანიტა საზეიმოდ […]

გრანპრი თსუ-ის სტუდენტურ კაპელას

გრანპრი თსუ-ის სტუდენტურ კაპელას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ კაპელას გრანპრი გადაეცა. მთავარი ჯილდო კაპელამ საბერთძნეთში, ქალაქ პარალიაში გამართულ მუსიკისა და ცეკვის VIII საერთაშორისო ფესტივალზე “მუსიკა და ზღვა” დაიმსახურა. ამ ფესტივალში საქართველო პირველად მონაწილეობდა. დებიუტანტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ ჟიურისა და მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს გამარჯვება კაპელამ საქართველოს მიუძღვნა.

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში იწყება

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში იწყება

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 21 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნება. ფესტივალის გახსნაზე, მსმენელის წინაშე წარდგებიან ცნობილი მევიოლინე კოლია ბლახერი და საფესტივალო ორკესტრი, დირიჟორ არიელ ცუკერმანის ხელმძღვანელობით. მთელი ფესტივალის განმავლობაში მსმენელის საშუალება ექნება დაესწროს გამოჩენილი პიანისტის ელისო ვირსალაის კონცერტს, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატების ჯან ჩაკმურისა და ნიკოლოზ ნამორაძის საღამოებს, ცნობილი მევიოლინეების კოლია ბლახერისა და ფუმიაკი მიურას კონცერტებს, ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო […]

ასე გამოიყურება საყდრისი დღეს

ასე გამოიყურება საყდრისი დღეს

საყდრისი, რომელიც ააფეთქეს, დღეს ასე გამოიყურება. ნინო მიქიაშვილი, ჟურნალისტი: “ასე გამოიყურება საყდრისი დღეს. დანაშაულებრივი კომპანია “არემჯი: ცენტრალურ გზამდე კარგა ხანია ჩამოვიდა და ახლა იმაზე ბჭობენ, როგორ მოიქცნენ, გზის ქვემოდან ოქრო როგორ გამოიღონ. საქმე ისაა, რომ გზის ქვეშ ბევრი ოქროა, აქტიური გამადნების ადგილია. ამ ინფორმაციას დოკუმენტურად ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურაში ვისაც ამგვარ დოკუმენტაციაზე ხელი მიუწვდება, […]

SOS! – ხერიას X საუკუნის ისტორიული ტაძარი დააზიანეს

SOS! - ხერიას X საუკუნის ისტორიული ტაძარი დააზიანეს

ქვემო სვანეთში, სოფელ ხერიას X საუკუნის ისტორიული ტაძარი დააზიანეს. ინფორმაცია დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა: “SOS! სოფელ ხერიას X საუკუნის ისტორიული ტაძარი ადგილობრივმა სოფლის მოსახლეობამ თვითნებური კუსტარული რემონტით საკმაოდ დააზიანა და დაუკარგა ლაზათი (ცემენტის უხეში გამოყენება ფასადებზე, შეუფერებელი სახურავი და სხვა). საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო კი სრულ უნიათობას ავლენს. მიკვირს ადგილობრივი ეპისკოპოსის და მუნიციპალიტეტის გამგეობის, […]

პოეზია ოკუპაციის წინააღმდეგ

პოეზია ოკუპაციის წინააღმდეგ

„პოეზია ოკუპაციის წინააღმდეგ“ – ასე ეწოდება ღონისძიებას, რომელიც ილია ჭავჭავაძის ხსოვნას მიეძღვნება. 12 სექტემბერი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეა. ამ დღისადმი მიძღვნილ პროექტს „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ წელს უკვე მეექვსედ ახორციელებს საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“. პროექტის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება განხორციელდება თბილისის მასშტაბით. 12 საათზე პროექტის გახსნა შედგება სიონის ტაძრის ეზოში, საიდანაც ილიას ცხედარი […]

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების მეშვიდე ფესტივალი ახალგაზრდა ვირტუოზების გალა კონცერტით დასრულდა. შემსრულებლებმა ბათუმის დრამატულ თეატრში მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებები შეასრულეს. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრნენ. ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტისა და იუნესკოს პატრონაჟით გაიმართა. 1-დან 10 სექტემბერის ჩათვლით ფესტივალში მონაწილეობა მსოფლიოს არაერთმა ცნობილმა შემსრულებელმა მიიღო. […]

დავით აღმაშენებლის მონეტა პირველად გამოიფინება

დავით აღმაშენებლის მონეტა პირველად გამოიფინება

დავით აღმაშენებლის მონეტა, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული, პირველად გამოიფინება. „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა.“ – დავით აღმაშენებლის მონეტა ამ წარწერითა და გამოსახულებით ერთადერთია მსოფლიოში. მონეტის ნახვის შესაძლებლობა დამთვალიერებელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მიეცემა.

ნანი ბრეგვაძის სახელობის ფესტივალი ”ნანი”

ნანი ბრეგვაძის სახელობის ფესტივალი ”ნანი”

ქართული ესტრადის დედოფლის ნანი ბრეგვაძის სახელობის ფესტივალი ”ნანი” მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დაფუძნდა. ეს იქნება ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ბათუმში გაიმართება.