გაიზიარეთ გიორგი ფოცხიშვილის სიხარული

კითხვის დრო: 1 წთ.

უნიჭიერეს ქართველ ბალერონს გიორგი ფოცხიშვილს უბედნიერესი დღეები აქვს – ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის დირექტორმა ტედ ბრანდსენმა იგი დააწინაურა.

ბალეტში “რაიმონდა” გიორგი ფოცხიშვილმა მთავარი პარტია იცეკვა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ კი ტედმა ქართველ მოცეკვავეს ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტობა მიულოცა.