ნინო სურგულაძისა და ნინო ანანიაშვილის ბრწყინვალე დუეტი

ოპერის მომღერალმა ნინო სურგულაძემ და პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილმა ბრწყინვალე დუეტი შემოგვთავაზეს.

პიანისტ დათუნა ალადაშვილის აკომპანიმენტით ნინო სურგულაძემ ჯორჯ ბიზეს “კარმენიდან” არია შეასრულა, ნინო ანანიაშვილმა კი – იცეკვა.

ორი ნინოს იმპროვიზაციამ უდიდესი მოწონება დაიმსახურა.