12 იანვარი, 2024

გიორგი ფოცხიშვილის ტრიუმფი ბარსელონაში

ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანმა სოლისტმა გიორგი ფოცხიშვილმა ესპანეთში, ბარსელონაში, კოლიზეუმში იცეკვა.

ქართველი ბალერონი მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავმა ნატალია ოსიპოვამ საკუთარ გალაკონცერტში მონაწილეობისთვის პირადად მიიწვია.

გიორგის ტრიუმფალური გამოსვლა დამსწრე საზოგადოებამ მქუხარე აპლოდისმენტებითა და ოვაციებით დააჯილდოვა.