უნიჭიერესი ახალგაზრდა ქართველი ბალერინა მარიამ ფოცხიშვილი ვანკუვერში დედოფალ ელიზაბეტის ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგმულ სპექტაკლებში მონაწილეობს.
დავით ფოცხიშვილი, ქორეოგრაფი:
“მარიამ ფოცხიშვილი – გუშინდელი პრემიერის ფოტოა. ვანკუვერის დედოფალ ელიზაბეტის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
მარიამმა ამ მცირე დროში, როგორც აკადემიის ახალგაზრდული დასის წარჩინებულმა სტუდენტმა, მონაწილეობა მიიღო საბალეტო სპექტაკლ “მაკნატუნაში”. ეპიზოდები: ფიფქები, ყვავილების ვალსი და ესპანური.
ასევე ამ სპექტაკლისთვის მოწვეულები იყვნენ მსოფლიოში ცნობილი წამყვანი სოლისტები ჩინეთის ნაციონალური Kide Royal danish national ballet და Pacific Northwest ballet-დან.
კიდევ ხუთი დღე გრძელდება სპექტაკლები და დანარჩენ სიახლეებს ნელ-ნელა გაგაცნობთ. წარმატებები, მარიამ!”