კატეგორია: საზოგადოება

განსაკუთრებული ჯილდო ნინო ანანიაშვილს

ქართველი პრიმა ბალერინა და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი იაპონიის იმპერატორის ლენტით დამშვენებული „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი საქართველოში იაპონიის ელჩის ტოშიო კაიტანის რეზიდენციაში გაიმართა. იმპერატორის ჯილდო ქართველ ბალერინას იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში […]

“იამაყე საქართველოვ!”

ასტანაში ცნობილი ყაზახი მსახიობის ასანალი აშიმოვის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. საპატიო სტუმრებთან ერთად, საღამოზე მიწვეული იყო რუსთაველის თეატრი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა. თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი საიუბილეო საღამოდან ვიდეოჩანაწერს ავრცელებს: “რობერტ სტურუა იყო ერთადერთი სტუმარი მრავალ სტუმართაგან მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რომელსაც მიეცა საშუალება სიტყვით გამოსვლის ყაზახეთის კულტურის მინისტრისა და თურქულენოვანი სამყაროს […]

ელჩის წოდება ნიკოლოზ რაჭველს

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს და დირიჟორს ნიკოლოზ რაჭველს გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდება მიენიჭება. ღონისძიება სასტუმრო “რუმსში” გაიმართება. ნიკოლოზ რაჭველის გარდა, გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდება მინიჭებული აქვს საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძესაც. გაეროს ბავშვთა ფონდი – იუნისეფი – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ აღჭურვილია მანდატით, დაიცვას ბავშვთა უფლებები, დაეხმაროს ბავშვებს ძირითადი საჭიროებების […]

“არ ვიცი, ამას რა უნდა ეშველოს”

ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე ქუთაისის მუზეუმის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ ამ ადგილას მაკდონალდსის შენობის აშენება გადაწყდა. სალომე ბენიძე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე მშენებლობის ფოტოს ავრცელებს: “საკითხის ასე დასმა, მაკდონალდსი უნდა აეშენებინათ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, თუ ეკლესია, თავიდანვე არასწორი იყო. მივესალმები მაკდონალდსსაც, ეკლესიასასაც და ნებისმიერ სხვა დატვირთვის შენობასაც, რომელიც არ არღვევს ურბანულ ქსოვილს და არ აუშნოვებს ქალაქს. […]

საქართველოს რუკის დამახინჯება ამერიკულ ფილმში

ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა თავის ფილმში “პუტინი” საქართველოს რუკა დაამახინჯა. ფილმში სახელმწიფოებად არის მოხსენიებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც. ოლივერ სტოუნის ფილმი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ეძღვნება და მის შესაქმნელად რეჟისორმა ვლადიმერ პუტინთან 10 ინტერვიუ ჩაწერა. ფილმის პრემიერა, რომელიც კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს, რამდენიმე დღის წინ გაიმართა.

ჯაბა ბოჯგუას სოციალური დახმარება მოუხსნეს

კომაში მყოფ მომღერალს ჯაბა ბოჯგუას სახელმწიფომ სოციალური დახმარება მოუხსნა. მიზეზი დიდი ოდენობით გახარჯული დენი და გაზია. როგორც ჯაბას დედამ მანანა გვასალიამ “არტ ინფოს” განუცხადა, ვერც დენის და ვერც გაზის ეკონომიას ვერ გააკეთებს, რადგან ორივე მათგანი მისი შვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მანანა გვასალია: – ჯაბას სოციალური დახმარება 150 ლარი ჰქონდა და მოუხნეს. მიზეზად მითხრეს, რომ ბევრი დენი […]

“ეს რა არის?”

თბილისს სულ მალე კიდევ ერთი ახალი მრავალფუნქციური სივრცე შეემატება. რუსთაველის გამზირზე, მხატვრის სახლის ადგილას თანამედროვე კომპლექსი გაიხსნება, რომელიც მოიცავს მუზეუმს, საგამოფენო დარბაზს, სასტუმროს, რესტორანს, საცურაო აუზსა და საზოგადოებრივი დანიშნულების მიწისქვეშა ავტოსადგომს. შენობა თითქმის დასრულებულია, დღეს მის წინა ფასადზე არც მეტი, არც ნაკლები შევარდენი მიამაგრეს, რამაც საზოგადოების გაღიზიანება და გაოცება გამოიწვია. შენობის ფოტო ალექსანდრე დეკანოიძემ გაავრცელა: […]

კონსტანტინე ვარდელი გარდაიცვალა

სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარტეტის პირველი ვიოლინო კონსტანტინე ვარდელი გარდაიცვალა. ეს სამწუხარო ინფორმაცია ანსამბლ “რუსთავის” წევრმა დავით გველესიანმა გაავრცელა: “ჩემი უძვირფასესი კოტიკა ვარდელი აღარ გვყავს. უდიდესია მისი დამსახურება ქართული კულტურის წინაშე. პირადად მისი დამსახურებაა, მე რომ დღეს მუსიკოსი ვარ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული!” კონსტანტინე ვარდელი საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, ზაქარია ფალიაშვილის […]

ბახალასთვის

ნანკა კალატოზიშვილი, ნუცა კუხიანიძე, ვანიკო თარხნიშვილი, კახა კინწურაშვილი, ქეთათო, ბახვა ბრეგვაძე, თორნიკე გოგრიჭიანი – ეს იმ ხელოვანების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას დაკავებას აპროტესტებენ. მათ სპეციალური ვიდეორგოლი გადაიღეს, სადაც ბახალას დაკავებაზე და მის უდანაშაულობაზე საუბრობენ. გიორგი გიორგანაშვილის სასამართლო პროცესი 19 ივნისს არის ჩანიშნული. იგი 4 თვეა დაკავებულია და ბრალი ედება ნარკოტიკული ნივთიერების […]

“ერთად გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია!”

ისტორიულ-შემეცნებით პროექტს “გააგრძელე საქართველოს ისტორია” საზოგადოებრივ მაუწყებელში დაფინანსების პრობლემა შეექმნა. მის ავტორმა გურამ ქართველიშვილმა გაითვალისწინა მაყურებლის მოთხოვნა და პროექტის გადარჩენის მიზნით ფონდი შექმნა. გურამ ქართველიშვილი: “ვინაიდან პროექტს “გააგრძელე საქართველოს ისტორია” შეექმნა დაფინანსების პრობლემა საზ. მაუწყებელში და თქვენგან არაერთხელ შემოვიდა წინადადება პროექტის გადასარჩენად ანგარიშის გახსნის თაობაზე, შევქმენით ფონდი “ერთად გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია”, რომლის საშუალებითაც თითოეული თქვენგანი […]