თოჯინების თეატრი

თოჯინების თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

ნიკოლოზ საბაშვილი: "ეს არის მკვლელობა!"

გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. ელენე მაცხონაშვილი რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა შეცვალა. კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. ელენე მაცხონაშვილს თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა გაუვიდა, შესაბამისად, კულტურის სამინისტრომ კონკურსი 11 ივლისს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის სურვილი ორმა კანდიდატმა – ელენე მაცხონაშვილმა და რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა გამოთქვა. […]

“თოჯინების მშენებარე შენობასთან კარავში გელოდებით”

ელენე მაცხონაშვილი ქეთი დოლიძის წინააღმდეგ

თბილისის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ელენე მაცხონაშვილი თოჯინების თეატრის მშენებარე შენობასთან 19 საათზე აქციას გამართავს. ინფორმაცია ამის შესახებ ელენე მაცხონაშვილმა თავად გაავრცელა: “ახლა, უფრო ყურადღებით! ჩვენი მსახიობები შეხვდნენ კულტურის მინისტრს და მინისტრის მოადგილეებს. თეატრის მსახიობებმა დააფიქსირეს უპირობო მხარდაჭერა, სანაცვლოდ კი მიიღეს პასუხი – ახალი ვერსია/კომპრომატი ჩემს წინააღმდეგ, რომ მე როგორც ხელმძღვანელს (თითქოს) დაშვებული მაქვს შეცდომები […]

თოჯინების თეატრი მოგმართავთ თხოვნით

თოჯინების თეატრი მოგმართავთ თხოვნით

პატარა მაყურებლისთვის გამორჩეულად საყვარელი თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მოგმართავთ თხოვნით: “ჩვენი თეატრის მსახიობის – ვახტანგ ჭელიძის 2 წლის შვილს – ბარბარეს დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი. ბავშვის სრული გამოჯანმრთელების გარანტიას ვერ იძლევიან საქართველოში, ამიტომ საჭიროა მისი გაგზავნა თურქეთში, სადაც ოპერაციის ჩატარების შემდეგ გვპირდებიან 100%-იან შედეგს. ვახოს მრავალშვილიანი ოჯახი მე–8 შვილს ელოდება. უმორჩილესად გთხოვთ, […]

თოჯინების თეატრი სამშვილიანი დედის გადასარჩენად

თოჯინების თეატრი სამშვილიანი დედის გადასარჩენად

თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო თეატრი 3 შვილის დედის გადასარჩენად საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს. ოთხშაბათს, 17 თებერვალს თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება სპექტაკლი „ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს“. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხება მარი ბურდულისთვის გახსნილ სპეციალურ საბანკო ანგარიშზე. მარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია. ის 32 წლის არის და 3 […]

თოჯინების თეატრი უპრეცედენტო პროექტს განახორციელებს

თოჯინების თეატრი უპრეცედენტო პროექტს განახორციელებს

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი ლონდოდის ჩიქენშედის თეატრთან თანამშრომლობით ამიერკავკასიის მასშტაბით სრულიად უპრეცედენტო პროექტს განახორციელებს. ჩიქენშედის თეატრი ის ადგილია, სადაც უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ეძლევათ საშუალება და სივრცე, მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და უნარები ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. “გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი შენობის […]

თოჯინების თეატრში პრემიერაა

თოჯინების თეატრში პრემიერაა

გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრში პრემიერაა. რეჟისორი მაია ლორთქიფანიძე პატარა მაყურებელს შესთავაზებს სპექტაკლს “მხიარული მზესუმზირა”. ეს არის სპექტაკლი ყველაზე პატარა მაყურებლისთვის. თოჯინების თეატრი ბავშვებს „მხიარული მზესუმზირას“ სახალისო ამბავს მოუყვება. “როდესაც თენდება და ცაზე მზე ბრწყინავს, ყველა ბედნიერია. ამ დროს ძნელია, თავი შეიკავო და ყველას არ გააგებინო, თუ როგორ გიფეთქავს გული! ჩვენი მხიარული მზესუმზირა მხიარულმა გუნებამ […]

თოჯინების თეატრი მსოფლიო ფესტივალზეა

თოჯინების თეატრი მსოფლიო ფესტივალზეა

გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი მეოთხე მსოფლიო თოჯინური თეატრების ფესტივალში მონაწილეობს. თეატრის დასმა საქართველო უკვე დატოვა და ყაზახეთში გასტროლზე გაემგზავრა. 20-26 სექტემბერს სპექტაკლი „ფერადი ნისლების სანაპირო“ მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფესტივალში, ქართველი მსახიობები ჩაერთვებიან კარნავალში, რომელიც ფესტივალის გახსნის ცერემონიაზეა დაგეგმილი. გასტროლის ფარგლებში, თოჯინების თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლს ალმაატას უდედმამო ბავშვთა სახლშიც გამართავს. სპექტაკლი “ფერადი ნისლების სანაპირო” […]

თოჯინების თეატრს გრანპრი მიანიჭეს

თოჯინების თეატრს გრანპრი მიანიჭეს

იუნესკოს 70 წლის იუბილესადმი მიძღნვილ უნიმას საერთაშორისო თოჯინურ ფესტივალზე, რომელსაც ერევანმა უმასპინძლა, თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა გრანპრი მოიპოვა. “ეს დღე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, თბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრმა ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლი “იავნანამ რა ჰქმნა?!” ითამაშა. მაყურებელმა სპექტაკლი ძალიან კარგად მიიღო, ყველას ეცინებოდა პატარა ქეთოს ოინებზე, ნერვიულობდნენ, როდესაც მას ლეკები იტაცებდნენ. ემოციური იყო […]

თოჯინების თეატრი საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს

თოჯინების თეატრი საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს

პირველ ივნისს თბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრი ერევანს ესტუმრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს თოჯინების თეატრების საერთაშორისო ფესტივალში “თოჯინები მშვიდობისა და კულტურათაშორისი დიალოგისათვის” (“Puppets for Peace and Intercultural Dialogue”). ფესტივალის პროგრამის მიხედვით, თბილისის თოჯინების თეატრი 4 ივნისს ითამაშებს ნიკოლოზ საბაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლს “იავნანამ რა ჰქმნა?!” წლევანდელი ფესტივალი “იუნესკოს” 70 წლის იუბილეს ეძღვნება.

თოჯინების თეატრის საჩუქარი ემიგრანტ ბავშვებს

თოჯინების თეატრის საჩუქარი ემიგრანტ ბავშვებს

გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი საჩუქარს უკეთებს ემიგრანტ ბავშვებს. რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი “იავნანამ რა ჰქმნა?!”, რომელიც იაკობ გოგებაშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით განხორციელდა, ნიუ–იორკში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის იქნება წარმოდგენილი. თოჯინების თეატრის დასი საქართველოს 10 აპრილს დატოვებს. გასტროლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. სპექტაკლებს პატარა მაყურებელს თოჯინების თეატრი […]