თოჯინების თეატრის საჩუქარი ემიგრანტ ბავშვებს

1tojnebiგიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი საჩუქარს უკეთებს ემიგრანტ ბავშვებს.

რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი “იავნანამ რა ჰქმნა?!”, რომელიც იაკობ გოგებაშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით განხორციელდა, ნიუ–იორკში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის იქნება წარმოდგენილი.

თოჯინების თეატრის დასი საქართველოს 10 აპრილს დატოვებს. გასტროლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

სპექტაკლებს პატარა მაყურებელს თოჯინების თეატრი 11, 12, 16, 18 და 19 აპრილს წარუდგენს.