Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თოჯინების თეატრი საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს

1erevanპირველ ივნისს თბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრი ერევანს ესტუმრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს თოჯინების თეატრების საერთაშორისო ფესტივალში “თოჯინები მშვიდობისა და კულტურათაშორისი დიალოგისათვის” (“Puppets for Peace and Intercultural Dialogue”).

ფესტივალის პროგრამის მიხედვით, თბილისის თოჯინების თეატრი 4 ივნისს ითამაშებს ნიკოლოზ საბაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლს “იავნანამ რა ჰქმნა?!”

წლევანდელი ფესტივალი “იუნესკოს” 70 წლის იუბილეს ეძღვნება.