3 ოქტომბერი, 2015

თოჯინების თეატრში პრემიერაა

1mxiaruli-mzesumziraგიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრში პრემიერაა. რეჟისორი მაია ლორთქიფანიძე პატარა მაყურებელს შესთავაზებს სპექტაკლს “მხიარული მზესუმზირა”.

ეს არის სპექტაკლი ყველაზე პატარა მაყურებლისთვის. თოჯინების თეატრი ბავშვებს „მხიარული მზესუმზირას“ სახალისო ამბავს მოუყვება.

“როდესაც თენდება და ცაზე მზე ბრწყინავს, ყველა ბედნიერია. ამ დროს ძნელია, თავი შეიკავო და ყველას არ გააგებინო, თუ როგორ გიფეთქავს გული! ჩვენი მხიარული მზესუმზირა მხიარულმა გუნებამ და მოუსვენრობამ საშინელ ხიფათში ჩააგდო,” – ასეთია საპრემიერო სპექტაკლის სინოფსისი.

“მხიარული მზესუმზირას” ინსცენირების ავტორი მანანა აბრამიშვილია, დამდგმელი მხატვარი ირინა ტკაჩენკო, კომპოზიტორი ლიანა მაჭარაძე. წარმოდგენის პრემიერა თოჯინების თეატრში 4 ოქტომბერს გაიმართება.