
მსახიობი თენგიზ არჩვაძე მაყურებლის მხრიდან სიყვარულით იმდენად არის განებივრებული, რომ მათი ზედმეტი ყურადღების გამო თავს უხერხულად გრძნობს: “თაყვანისმცემლები ჩემს ცხოვრებაში ბევრნი იყვნენ. საიდან არ მომდიოდა წერილები: ციმბირიდან, ვლადივოსტოკიდან… უმეტესად ქალები მწერდნენ. წერილებს ჩემს მეუღლეს ვაძლევდი – შენ უპასუხე-მეთქი. დღეში ასი წერილიც მიმიღია, მაგრამ არ მაღიზიანებდა, მყვირალა სიტუაციებიდან ყოველთვის იოლად ვახერხებდი თავის დაძვრენას. ბაზარში თუ ტრანსპორტში […]