3 აგვისტო, 2023

თენგიზ არჩვაძის გენიალური პასუხი მომავალ თაობას

თენგიზ არჩვაძის გენიალური პასუხი მომავალ თაობასლეგენდარული მსახიობისთვის თენგიზ არჩვაძისთვის უდიდესი სიხარული და პასუხისმგებლობაა ათასობით ერთგული მაყურებლის ყოლა და მათი სიყვარულის ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგრძნება.

– კაცი რაინდი და ზნეობრიობის ეტალონი და ეპოქის ჭუჭყში გაურეველი თენგიზ არჩვაძე – თვალგასაყოლებელი და საყურებელი კაცი საქართველოში – ასე შეაფასა მსახიობი პოეტმა მურმან ლებანიძემ.

– ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო და თურმე ხანდახან კარგიც არა ყოფილა მტრიანი – ვერ დავიჯერებ რომ თენგიზს მტერი ჰყავს” – ამბობდა ოთარ მეღვინეთუხუცესი.

– თენგიზი თავისი სინდის-ნამუსით, ნიჭით და კაცობით ყოველთვის იყო ნამდვილი ქართველი მამაკაცის ეტალონი – აღნიშნავდა გივი ბერიკაშვილი.

მასზე ამბობენ, რომ თხემით ტერფამდე ქართველი და ორგანულად ევროპელია, პროფესიაში ნამდვილია და არავის ბაძავს, არასდროს თამაშობს. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ გიგა ლორთქიფანიძის ფილმში “დათა თუთაშხია” მუშნი ზარანდიას როლი გენიალურად შეასრულა:

“თენგიზ არჩვაძის სული და სხეული გაჟღენთილია პოეზიით, განსაკუთრებით უყვარს ხალხური პოეზია, რომლის ნიმუშებსაც ასე საუცხოოდ წარმოაჩენს ხოლმე, იგი ზოგადქართული პიროვნებაა, ასეთი ჰარმონიული კაცი იშვიათად შემხვედრია.

ხშირად უკითხავთ ჩემთვის, მუშნი ზარანდიას უარყოფითი სახის შესრულება როგორ შესთავაზეთო. იყო მოსაზრება, არჩვაძეს დათა თუთაშხია ეთამაშა. მაგრამ ეს სრულიად გამიზნულად გავაკეთე. მინდოდა დამეპირისპირებინა ორი ღირსეული მეტოქე, მუშნი და დათა – არჩვაძე და მეღვინეთუხუცესი, არც დათაა იდეალური პიროვნება, ხოლო ზარანდიას თავისი პოზიცია აქვს, შესაძლოა, ის რამეში ცდება, მაგრამ კანონის კაცია, გულწრფელად სჯერა თავისი შეხედულებებისა, ერთგულად ემსახურება ქვეყანას და ხელისუფლებას. სწორედ ამ ორი ღირსეული ადამიანის შერკინებამ გახადა ფილმი საინტერესო. სხვაგვარად იგი შეიძლება პრიმიტიული გამოსულიყო.”

თავად მსახიობისთვის კი ყველაზე წმინდა სამშობლო და უფალია:

„თუ მომავალი თაობა მკითხავს რას ემსახურებოდიო, ვუპასუხებ, რომ ღმერთს ვემსახურებოდი.“