ჭდე: თელავის თეატრი

კონსერვატორიის 100 წლის იუბილეს კონცერტი მიეძღვნება

12 ოქტომბერს 19 საათზე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი თელავში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდება. კონცერტს პროფესორი რევაზ თავაძე გაუძღვება და მასში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები.

პაატა გულიაშვილის პროტესტი

რუსთაველის თეატრის მსახიობი და თელავის თეატრის ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი საკუთარ პროტესტს საჯაროდ გამოთქვამს და კახური პირდაპირობით ამბობს იმას, რაც მისთვის უსამართლობასთან ასოცირდება. მსახიობი თეატრალური პრემია “დურუჯის” მოკლე ნუსხას აპროტესტებს და თელავის თეატრიდან “დურუჯზე” სპექტაკლების წარდგენას გამორიცხავს. პაატა გულიაშვილი: “სწორია სტურუა, სწორი….. მანანა აბრამიშვილი, ლექსო რაზმაძე წარდგენილებიც რომ არ არიან დურუჯზე… ვისზეც დარბაზები ინგრევა და ბილეთები […]

თელავის თეატრში 26 წლიანი პაუზა დასრულებულია

თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში 26 წლიანი პაუზა დასრულებულია. სასიხარულო ინფორმაციას თელავის თეატრის ერთგული მეგობრებისთვის, მაყურებლებისთვის, თანაქალაქელებისთვის თავად თელავის თეატრი ავრცელებს: “გვინდა გაგაცნოთ სასიხარულო ინფორმაცია – თელავის თეატრი მიემგზავრება ქალაქ მინსკში, XII საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე “თეატრალური კუფარი”, რომელიც ჩატარდება წელს, 30 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე. წარმოგდენილი იქნება სარა კეინის “ფსიქოზი 4,48″, რეჟისორი კიტა როყვა. მნიშვნელოვანია, […]

თელავის თეატრი თბილისში ჩამოდის

თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრი თბილისში ჩამოდის და სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის საქველმოქმედო სპექტაკლს რუსთაველის თეატრში ითამაშებს. 19 ივნისს თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება კლაისის “ვინ გატეხა ქოთანი?!”, დადგმის ხელმძღვანელი რობერტ სტურუაა, რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. სპექტაკლში მონაწილეობენ მანანა აბრამიშვილი, გიორგი გელაშვილი, ეთერ დეისაძე, ვანო იანტბელიძე, ნინო კურტანიძე, ზურა ლომიძე, დათო ნაცვლიშვილი, ლექსო რაზმაძე, ბექა სონღულაშვილი, […]

რობერტ სტურუა თელავის თეატრში გადავიდა

რობერტ სტურუა: "ოდესმე მომეკითხება...“

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი რობერტ სტურუა თელავის თეატრში გადავიდა. მაესტრომ ტრადიციას უღალატა და პირველად თელავის თეატრის ისტორიაში მის დასთან მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობის შედეგები 30 აპრილს თელავის თეატრში იქნება წარმოდგენილი. “ვინ გატეხა ქოთანი?!” – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც ერთმოქმედებიანი კომედიაა და ის ჰაინრიხ ფონ კლაისტის “გატეხილი ქოთანი”-ს მიხედვით განხორციელდა. დადგმის ხელმძღვანელი და რეჟისორი […]

უხუცეს ლოტბარს კონცერტს მიუძღვნიან

92 წლის უხუცეს ლოტბარს ანდრო სიმაშვილს თელავის თეატრში კონცერტს მიუძღვნიან. საღამო 20 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით გაიმართება. ცნობილი მომღერალი და ლოტბარი სიმაშვილების მომღერალი გვარის თვალსაჩინო წარმომადგენელი, მრავალი სახელმწიფო ჯილდოსა და პრემიის ლაურეატია. ის სოფელ ართანას მკვიდრია. თავდაპირველად ყვარლის რაიონის ანსამბლში მღეროდა, შემდეგ მარიამ არჯევნიშვილთან, სტუდენტობის დროს კი ფირუზ მახათელაშვილის გუნდში. მოგვიანებით ანსამბლ “ართანის” […]

თელავის თეატრს დაანგრევენ

თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სულ მალე სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყება. თელავის მერიამ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, თეატრის დაუსრულებული ფასადის დემონტაჟის შესახებ. როგორც თელავის მერიაში განმარტავენ, სადემონტაჟო სამუშაოები სულ 120.000 ლარი დაჯდება. თეატრის ფასადის მშენებლობა, თელავის რეაბილიტაციის ფარგლებში, სამი წლის წინ დაიწყო, მაგრამ დღემდე ქალაქის ცენტრში მხოლოდ ლითონის კონსტრუქციაა შემორჩენილი. თელავის მერის განცხადებით, ლითონის კონსტრუქციის […]

თელავის თეატრს 500.000 გადაეცა

თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის თეატრს 500.000 გადაეცა. ინფორმაცია ამის შესახებ თეატრის ხელმძღვანელმა პაატა გულიაშვილმა გაავრცელა: “პოლიტიკოსების კარგი გაკეთებული საქმეები უფრო მხიბლავს, ვიდრე თავად პოლიტიკა. მადლობა ბატონ პრემიერს, თელავის თეატრის დახმარებისთვის, მისი წყალობით თელავის თეატრი დღეს 500000 ფლობს! მადლობა! პ.ს. კულტურის მინისტრს, კახეთის გუბერნატორს და თელავის მერს! მადლიანი საქმისთვის!”

თელავის თეატრი 300.000 ლარს მიიღებს

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 300.000 ლარი გადაეცემა. თეატრის მმართველის პაატა გულიაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 160.000 ლარი თეატრის მსახიობების და ტექნიკური პერსონალის ხელფასების გაზრდას მოხმარდება. 140.000 ლარით კი კომუნალურ გადასახადებს, ტექნიკური აღჭურვის, სადადგმო და საგასტროლო ხარჯებს დაფარავენ. როგორც პაატა გულიაშვილი ამბობს, დაგეგმილია თეატრის დასში ახალგაზრდა მსახიობების აყვანა. თეატრში 65 ადამიანია დასაქმებული, აქედან 18 მსახიობია. […]