18 ივნისი, 2015

თელავის თეატრი თბილისში ჩამოდის

1telaviთელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრი თბილისში ჩამოდის და სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის საქველმოქმედო სპექტაკლს რუსთაველის თეატრში ითამაშებს.

19 ივნისს თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება კლაისის “ვინ გატეხა ქოთანი?!”, დადგმის ხელმძღვანელი რობერტ სტურუაა, რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე.

სპექტაკლში მონაწილეობენ მანანა აბრამიშვილი, გიორგი გელაშვილი, ეთერ დეისაძე, ვანო იანტბელიძე, ნინო კურტანიძე, ზურა ლომიძე, დათო ნაცვლიშვილი, ლექსო რაზმაძე, ბექა სონღულაშვილი, ვენერა ფეიქრიშვილი, მალხან ჩიდრაშვილი, თემურ ხუნაშვილი და ნონა ხუმარაშვილი.

– თელავის თეატრი უერთდება კულტურის სამინისტროს ინიციატივას და რუსთაველის თეატრში გამართავს წარმოდგენას “ვინ გატეხა ქოთანი?!”, – ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.