18 აპრილი, 2015

თელავის თეატრს დაანგრევენ

1telaviთელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სულ მალე სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყება. თელავის მერიამ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, თეატრის დაუსრულებული ფასადის დემონტაჟის შესახებ.

როგორც თელავის მერიაში განმარტავენ, სადემონტაჟო სამუშაოები სულ 120.000 ლარი დაჯდება.

თეატრის ფასადის მშენებლობა, თელავის რეაბილიტაციის ფარგლებში, სამი წლის წინ დაიწყო, მაგრამ დღემდე ქალაქის ცენტრში მხოლოდ ლითონის კონსტრუქციაა შემორჩენილი.

თელავის მერის განცხადებით, ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟთან ერთად, თელავის თეატრის ახალ ფასადზე კონკურსი გამოცხადდება და გამარჯვებული კომპანია იმ სამუშაოებს ჩაატარებს, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ უძველეს თეატრს ესაჭიროება.