30 აპრილი, 2015

რობერტ სტურუა თელავის თეატრში გადავიდა

1Sturua--sturuaრუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი რობერტ სტურუა თელავის თეატრში გადავიდა. მაესტრომ ტრადიციას უღალატა და პირველად თელავის თეატრის ისტორიაში მის დასთან მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო.

მუშაობის შედეგები 30 აპრილს თელავის თეატრში იქნება წარმოდგენილი. “ვინ გატეხა ქოთანი?!” – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც ერთმოქმედებიანი კომედიაა და ის ჰაინრიხ ფონ კლაისტის “გატეხილი ქოთანი”-ს მიხედვით განხორციელდა.

დადგმის ხელმძღვანელი და რეჟისორი რობერტ სტურუაა, რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე, მხატვარი მირიან შველიძე, კოსტუმების მხატვარი ქეთი ნარეკლიშვილი, ქორეოგრაფი ცისია ჩოლოყაშვილი, რეჟისორის თანაშემწე მაყვალა ძამუკაშვილი. სპექტაკლში გამოყენებულია ფრაგმენტები ყანჩელის, საკამოტოს, კამენის მუსიკალური ნაწარმოებებიდან.

სპექტაკლში მონაწილეობენ მანანა აბრამიშვილი, გიორგი გელაშვილი, ეთერ დეისაძე, ვანო იანტბელიძე, ნინო კურტანიძე, ზურა ლომიძე, დათო ნაცვლიშვილი, ლექსო რაზმაძე, ბექა სონღულაშვილი, ვენერა ფეიქრიშვილი, მალხაზ ჩიდრაშვილი, თემურ ხუნაშვილი და ნონა ხუმარაშვილი.