31 დეკემბერი, 2014

თელავის თეატრი 300.000 ლარს მიიღებს

telavis-teatri1თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 300.000 ლარი გადაეცემა.

თეატრის მმართველის პაატა გულიაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 160.000 ლარი თეატრის მსახიობების და ტექნიკური პერსონალის ხელფასების გაზრდას მოხმარდება. 140.000 ლარით კი კომუნალურ გადასახადებს, ტექნიკური აღჭურვის, სადადგმო და საგასტროლო ხარჯებს დაფარავენ.

როგორც პაატა გულიაშვილი ამბობს, დაგეგმილია თეატრის დასში ახალგაზრდა მსახიობების აყვანა. თეატრში 65 ადამიანია დასაქმებული, აქედან 18 მსახიობია. მისივე განმარტებით, საქართველოს რეგიონებში თელავის თეატრი ერთადერთია, რომელსაც დაბალი სახელფასო ფონდი აქვს, ამიტომაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით მსახიობის ანაზღაურება დაახლოებით 70%-ით, დამსახურების მიხედვით გაიზრდება და 1000 ლარზე მეტს შეადგენს.