ქეთი მელუა

უმნიშვნელოვანესი ჯილდო ქეთი მელუას

უმნიშვნელოვანესი ჯილდო ქეთი მელუას

ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ უმნიშვნელოვანესი ჯილდო მიიღო – მას ევროპის კულტურის ჯილდო მიენიჭა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ბონის ოპერის თეატრში გაიმართა. ქეთი მელუა დაჯილდოვებაზე ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის კაბით მივიდა. ქართველ მომღერალთან ერთად ამ ჯილდოს მფლობელები გახდნენ ლეგენდარული როკ ჯგუფი “სკორპიონსი”, მევიოლინე დევიდ გარეტი, სოპრანო დიანა დამრაუ, მესაყვირე ტილ ბრენერი, ბონის ორკესტრი და მისი დირიჟორი… ლუდვიგ […]

ქეთი მელუას და ლიზა ბათიაშვილის ულამაზესი დუეტი

ქეთი მელუას და ლიზა ბათიაშვილის ულამაზესი დუეტი

მომღერალ ქეთი მელუას და მევიოლინე ლიზა ბათიაშვილის დუეტი ლიზას ახალ ალბომშია შესული. დისტანციური დიალოგი მუსიკით N2 – ასე უწოდა ლიზამ მორიგ ჩანაწერს ალბომიდან City Lights, რომელიც დოიჩე გრამაფონმა გამოსცა. მათი დუეტი ქეთი მელუას საავტორო სიმღერაა – No Better Magic. ლიზა ბათიაშვილი: “უჩვეულო დრო, უპასუხოდ დარჩენილი კითხვები… გიზიარებთ მუსიკას, ჩვენს ფიქრებსა და იმედს. დიდი მადლობა ინსტაგრამზე […]

ქეთი მელუას ყველაზე გულრწფელი ინტერვიუ

ქეთი მელუას ყველაზე გულრწფელი ინტერვიუ

მომღერალ ქეთი მელუას ყველაზე გულწრფელი ინტერვიუ იმ თემებს შეეხება, რომელზეც ადამიანების უმრავლესობა, როგორც წესი, ხმამაღლა არ საუბრობს. ხელოვანმა 2010 წელს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში მას საყვარელი საქმე და გულწრფელი საუბარი დაეხმარა. ქეთი მელუას მიაჩნია, რომ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანესია და ინტერვიუშიც სწორედ ამის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ქეთი მელუას და გორის ქალთა გუნდის ბრწყინვალე გამოსვლა სტრასბურგში

ქეთი მელუას და გორის ქალთა გუნდის ბრწყინვალე გამოსვლა სტრასბურგში

მომღერალი ქეთი მელუა გორის ქალთა გუნდთან ერთად საკონცერტო ტურნეს მართავს. ნიჭიერი ქართველი მომღერლების კონცერტებზე დასასწრები ბილეთები სრულად იყიდება და მათი შესრულებით აღფრთოვანებას ვერ მალავს უცხოელი მსმენელი. სპეციალურად მომზადებულ საკონცერტო პროგრამაშია ცნობილი მუსიკალური კომპოზიციები. ქეთი მელუამ და გორის ქალთა გუნდმა სტრასბურგში ლუი არმსტრონგის ჰიტი What a Wonderful World შეასრულეს და მსმენელის ხანგრძლივი აპლოდისმენტები და ოვაციები დაიმსახურეს.

ქეთი მელუას საჩუქარი თბილისს

ქეთი მელუას საჩუქარი თბილისს

დედაქალაქის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება. ქეთი მელუა საქართველოს „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ ფარგლებში ეწვია. მსოფლიო მასშტაბის პოპ-ვარსკვლავის კონცერტი 16 სექტემბერს, 21:00 საათზე, ევროპის მოედანზე დაიწყება. ქეთი მელუა ქართველი მსმენელის წინაშე თავის ბრიტანულ ჯგუფთან ერთად, ძველი და ახალი ჰიტებით წარსდგება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია. თბილისში ჩამოსულ […]

ქეთი მელუას და გორის ქალთა გუნდის გამარჯვება ბერლინის ფესტივალზე

ისიამოვნეთ! - ქეთი მელუა და გორის ქალთა გუნდი

მომღერალმა ქეთი მელუამ და გორის ქალთა გუნდმა ბერლინის ფესტივალზე გამარჯვება მოიპოვა. მათმა ერთობლივმა ნამუშევარმა ,,Perfect World” ‘პირველი ადგილი დაიმსახურა. ,,Perfect World” ქეთი მელუას ახალ ალბომში ‘In Winter’ არის შეტანილი. ინფორმაცია გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელმა თეონა ცირამუამ გაავრცელა: “დილიდან კარგი ამბავი! ჩვენმა (ქეთი მელუა და გორის ქალთა გუნდი) ანიმაციამ ,,Perfect World” პირველი ადგილი აიღო ბერლინის ფესტივალზე.”

ქეთი მელუა პრეზიდენტმა დააჯილდოვა

ქეთი მელუა პრეზიდენტმა დააჯილდოვა

ქეთი მელუამ და გორის ქალთა კამერულმა გუნდმა ევროპული საკონცერტო ტურნე საქართველოში დაასრულეს. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მათ ბოლო ერთობლივი კონცერტი გამართეს, სადაც პროექტის ფარგლებში მომზადებული სიმღერები შეასრულეს. კონცერტს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დაესწრო. მან გიორგი მარგველაშვილის სახელით ქეთი მელუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ჯილდო ქეთი მელუამ საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი […]

იამაყეთ გორის ქალთა გუნდით!

გორის ქალთა კამერული გუნდი BBC-ზე

გორის ქალთა კამერული გუნდი ევროპაში საკონცერტო ტურნეს ქეთი მელუასთან ერთად მართავს. ევროპის სხვადასხვა ქალაქებში მომღერლებმა უკვე ჩაატარეს კონცერტები, რომლებმაც სრული ანშლაგებით ჩაიარა. კონცერტების სერია 20 დეკემბერს თბილისში დასრულდება. მანამდე კი გორის ქალთა კამერულმა გუნდმა ქეთი მელუასთან ერთად კონცერტი ქალაქ ბრისტოლში გამართა. “ხანდახან ქალაქში თუ ელექტროენერგია გაითიშა და, შესაბამისად, დარბაზში მიკროფონები გამოირთო… არ უნდა დაიბნე და […]

გორის ქალთა კამერული გუნდი BBC-ზე

გორის ქალთა კამერული გუნდი BBC-ზე

გორის ქალთა კამერული გუნდი ევროპაში საკონცერტო ტურნეს მართავს. პირველი კონცერტი 28 ოქტომბერს ფრანკფურტში გაიმართება, რასაც მოჰყვება კონცერტები ნიურნბერგში, მიუნხენში, უტრეხტში, დიუსელდორფში, პარიზში, კოპენჰაგენში, ვროცლავში, ტურინში, ბერლინში, ჰამბურგში, ბაზელში, ციურიხში, ბრიუსელში… გორის ქალთა კამერული გუნდი კონცერტებს ევროპაში დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ მომღერალთან ქეთი მელუასთან ერთად ჩაატარებს. საკონცერტო ტურნეს დაწყებამდე ქეთი მელუა ტელეკომპანია BBC-ის გადაცემა Sunday […]

ისიამოვნეთ! – ქეთი მელუა და გორის ქალთა გუნდი

ისიამოვნეთ! - ქეთი მელუა და გორის ქალთა გუნდი

დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა მაქსიმალურად ცდილობს თავისუფალ დროს საქართველოში ჩამოვიდეს. ამ ზაფხულს ხელოვანი სამშობლოს ესტუმრა და გორის ქალთა გუნდთან ერთად მსმენელს საჩუქარი მოუმზადა. ქეთი მელუამ და გორის ქალთა გუნდმა ერთობლივი სიმღერა ჩაწერეს. სიმღერაზე კლიპი მათი პირველი დიდი პროექტისთვის იქნა გადაღებული. ვიდეორგოლის გადაღებები თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში ივნისის […]