15 ნოემბერი, 2018

ქეთი მელუას და გორის ქალთა გუნდის ბრწყინვალე გამოსვლა სტრასბურგში

ქეთი მელუას და გორის ქალთა გუნდის ბრწყინვალე გამოსვლა სტრასბურგშიმომღერალი ქეთი მელუა გორის ქალთა გუნდთან ერთად საკონცერტო ტურნეს მართავს.

ნიჭიერი ქართველი მომღერლების კონცერტებზე დასასწრები ბილეთები სრულად იყიდება და მათი შესრულებით აღფრთოვანებას ვერ მალავს უცხოელი მსმენელი.

სპეციალურად მომზადებულ საკონცერტო პროგრამაშია ცნობილი მუსიკალური კომპოზიციები.

ქეთი მელუამ და გორის ქალთა გუნდმა სტრასბურგში ლუი არმსტრონგის ჰიტი What a Wonderful World შეასრულეს და მსმენელის ხანგრძლივი აპლოდისმენტები და ოვაციები დაიმსახურეს.