21 დეკემბერი, 2016

ქეთი მელუა პრეზიდენტმა დააჯილდოვა

ქეთი მელუამ და გორის ქალთა კამერულმა გუნდმა ევროპული საკონცერტო ტურნე საქართველოში დაასრულეს.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მათ ბოლო ერთობლივი კონცერტი გამართეს, სადაც პროექტის ფარგლებში მომზადებული სიმღერები შეასრულეს.

კონცერტს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დაესწრო. მან გიორგი მარგველაშვილის სახელით ქეთი მელუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ჯილდო ქეთი მელუამ საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის მიიღო.