გორის ქალთა კამერული გუნდი BBC-ზე

gorisგორის ქალთა კამერული გუნდი ევროპაში საკონცერტო ტურნეს მართავს.

პირველი კონცერტი 28 ოქტომბერს ფრანკფურტში გაიმართება, რასაც მოჰყვება კონცერტები ნიურნბერგში, მიუნხენში, უტრეხტში, დიუსელდორფში, პარიზში, კოპენჰაგენში, ვროცლავში, ტურინში, ბერლინში, ჰამბურგში, ბაზელში, ციურიხში, ბრიუსელში…

გორის ქალთა კამერული გუნდი კონცერტებს ევროპაში დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ მომღერალთან ქეთი მელუასთან ერთად ჩაატარებს.

საკონცერტო ტურნეს დაწყებამდე ქეთი მელუა ტელეკომპანია BBC-ის გადაცემა Sunday Morning-ში მიიწვიეს, სადაც გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად პირდაპირ ეთერში სიმღერა „Dreams on Fire“ შეასრულა.