ქეთი მელუას და გორის ქალთა გუნდის გამარჯვება ბერლინის ფესტივალზე

მომღერალმა ქეთი მელუამ და გორის ქალთა გუნდმა ბერლინის ფესტივალზე გამარჯვება მოიპოვა.

მათმა ერთობლივმა ნამუშევარმა ,,Perfect World” ‘პირველი ადგილი დაიმსახურა. ,,Perfect World” ქეთი მელუას ახალ ალბომში ‘In Winter’ არის შეტანილი.

ინფორმაცია გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელმა თეონა ცირამუამ გაავრცელა:

“დილიდან კარგი ამბავი! ჩვენმა (ქეთი მელუა და გორის ქალთა გუნდი) ანიმაციამ ,,Perfect World” პირველი ადგილი აიღო ბერლინის ფესტივალზე.”