30 აგვისტო, 2021

უმნიშვნელოვანესი ჯილდო ქეთი მელუას

ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ უმნიშვნელოვანესი ჯილდო მიიღო – მას ევროპის კულტურის ჯილდო მიენიჭა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ბონის ოპერის თეატრში გაიმართა. ქეთი მელუა დაჯილდოვებაზე ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის კაბით მივიდა.

ქართველ მომღერალთან ერთად ამ ჯილდოს მფლობელები გახდნენ ლეგენდარული როკ ჯგუფი “სკორპიონსი”, მევიოლინე დევიდ გარეტი, სოპრანო დიანა დამრაუ, მესაყვირე ტილ ბრენერი, ბონის ორკესტრი და მისი დირიჟორი…

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სამშობლოში გამართული საზეიმო ღონისძიება გენიალური კომპოზიტორის 250 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ევროპის კულტურის ჯილდო გადაეცემა კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ ხელოვანს. პრემიას დრეზდენში არსებული ევროპის კულტურის ფორუმი გასცემს. დაჯილდოება ყოველ წელს ევროპის სხვადასხვა ქალაქებში იმართება.