ჭდე: ფიროსმანი

ფიროსმანის „შველი წყლის პირას“ საჯაროა

ნიკო ფიროსმანი ვან გოგის მუზეუმში

ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატის “შველი წყლის პირას” ნახვა დამთვალიერებლებს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში შეეძლებათ. 27 სექტემბერს ფიროსმანის სურათის ,,შველი წყლის პირას“ ეროვნული მუზეუმისთვის საჩუქრად გადაცემის ცერემონია და პრეზენტაცია გაიმართება. სურათი ციციშვილი-გედევანიშვილის ოჯახში 1949 წლიდან 2011 წლამდე ინახებოდა. ის არასდროს ყოფილა გამოფენილი ფართო საზოგადოების წინაშე. 2011 წელს სურათმა დატოვა საქართველო და სოთბის აუქციონზე გაიყიდა. „შველი წყლის […]

ეძებეთ ნიკალა!

გინახავთ ფიროსმანის დახატული აღდგომა?

“ჰოდა, რა გვინდა, ძმებო, იცით? უსათუოდ საჭიროა ავაშენოთ დიდი ხის სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასთვის იყოს ახლოს. ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე!” – ეს გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანიშვილის სიტყვებია. ნიკალას არათუ დიდი ხის სახლი, სამოვარი და მხატვრობაზე საუბარი, არამედ ერთი […]

“შველი წყლის პირას” ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა

ნიკო ფიროსმანი ვან გოგის მუზეუმში

ლონდონში, სოთბის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ 629.000 ფუნტ სტერლინგად ნაყიდი ფიროსმანის “შველი წყლის პირას” ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა. ამის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილმა თავად გააკეთა: “პროცესი, რომ შეიძენ ფიროსმანს და აბრუნებ ქვეყანაში და გადასცემ ერთ მუზეუმს, მის პოპულარობას შესაძლოა, აკნინებს, ვინაიდან, ნახატი უნდა იყოს ბაზარზე და უნდა ნახოს მსოფლიომ, მაგრამ, ალბათ, უნდა იყოს მსჯელობა იმაზე, რომ […]

“ფიროსმანი კი არ უნდა გამოვკეტოთ…”

ნიკო ფიროსმანი ვან გოგის მუზეუმში

– ნიკალა გაუშვით, უკვე დიდი ბიჭია და თავადაც გაიკვლევს გზას! – ასე აფასებს ამერიკაში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი ხელოვანი ლევან სონღულაშვილი ფიროსმანის ტილოების საქართველოში დაბრუნების ფაქტს. მისი აზრით, მხატვრის შემოქმედება საქართველოში კი არ უნდა გამოვკეტოთ, არამედ კარი უნდა გავუხსნათ და მივცეთ საშუალება რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში იმოგზაუროს და კიდევ უფრო გაუთქვას სახელი საქართველოს. ლევან სონღულაშვილი: “მართლა […]

“მოდით ერთად გამოვისულელოთ თავი!”

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია სოთბის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ ფიროსმანის ნახატის ყიდვას ეხმაურება და თავის ეჭვებს გამოთქვამს. სოფო კილასონია: “როგორ კრიზისულ მომენტებს ემთხვევა ხოლმე ფიროსმანის ნამუშევრების ევროპულ აუქციონზე გატანა და სცენაზე გადამრჩენელი ბიძინას გამოსვლა, რომელიც იშიშვლებს ხოლმე ხმალს, ყიდულობს (ძალიან იაფად) ფიროსმანის ნამუშევარს და აბრუნდებს დედასამშობლოში. ტაშს უკრავენ ფსევდოპატრიოტები და ფარისევლები. ისინი კი ძალიან ბევრი გვყავს. […]

სოთბის აუქციონზე კიდევ ერთი ქართველის ნახატი გაიყიდება

7 ივნისს ლონდონში დაგეგმილ სოთბის აუქციონზე ქართველი ხელოვანების ნამუშევრები მრავლად იქნება წარმოდგენილი. “არტინფო” წერდა, რომ აუქციონზე გაყიდვებში მონაწილეობას მიიღებს ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ნახატები. ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახია ავრცელებს ინფორმაციას, რომ 7 ივნისს ლონდონში სოთბის სააუქციონო სახლში 5 ქართველი ხელოვანის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ქეთევან კორძახია: “სრულიად საქართველოს და დაინტერესებულებს განსაკუთრებით, გაცნობებთ, რომ 7 ივნისს, ლონდონში, Sotheby’s-ს […]

ფიროსმანის ნახატი სოთბის აუქციონზე იყიდება

ნიკო ფიროსმანი ვან გოგის მუზეუმში

ნიკო ფიროსმანის ნახატი სოთბის აუქციონზე იყიდება. “შველი წყლის პირას” რუსული მხატვრობის ნუსხაშია შეტანილი და მისი ფასი 150.000-დან 200.000 ფუნტ სტერლინგამდე მერყეობს. 2011 წელს ნიკალას ეს ნამუშევარი სოთბის აუქციონზე 500.000 სტერლინგად გაიყიდა. ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის გარდა, რუსული მხატვრობის ჩამონათვალშია კიდევ ერთი ქართველი მხატვრის ტილო. ლადო გუდიაშვილის ნიკო ფიროსმანის პორტრეტი სოთბის აუქციონზე 4.000-დან 6.000 სტერლინგამდე მერყეობს. ფიროსმანის […]

ფიროსმანის ნახატები აღდგენილია

ნიკალას ორი ნახატი აღდგენილია. რესტავრირებული ნამუშევრების მირზაანის მუზეუმში დაბრუნების შემდეგ, დამთვალიერებელს ფიროსმანის სრული კოლექცია – 14 ნამუშევარი დახვდება. ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში დაცულ ფიროსმანის ორ ნამუშევარს „შოთა რუსთაველი მაგიდასთან“ და „ქალი სააღდგომო კვერცხებით“ რესტავრაცია ჩაუტარდა. რესტავრაცია წინასწარ შედგენილი კვლევითი და სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო პროექტის მიხედვით შესრულდა, რომლის ფარგლებშიც ნამუშევრებზე სხვადასხვა აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა – მოხდა დუბლირება ტილოზე, […]

„არსენალის მთა ღამით“ ეროვნულ გალერეაში გამოიფინება

ნიკო ფიროსმანაშვილის ცნობილი ნამუშევარი „არსენალის მთა ღამით“, რომელიც 2015 წლის პირველ ივნისს მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა Christy’s-ის აუქციონზე შეიძინა, მფლობელის გადაწყვეტილებით, საჩუქრად საქართველოს გადაეცა. 21 ივლისიდან, მთელი კვირის განმავლობაში, ეროვნულ გალერეაში შესვლა თავისუფალი იქნება და ნამუშევრის ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება. დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ შედევრი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ახალი და […]

ფიროსმანის ნახატები ბათუმში გამოიფინება

ფირომანის ნამუშევრები ვენაში

ფიროსმანის მოგზაურობა საქართველოში გრძელდება. პროცესი ყველა წესის გათვალისწინებით – რესტავრატორისა და დაცვის სამსახურების გამკაცრებული ზედამხედველობით ხორციელდება. თბილისის, ქუთაისისა და წინანდლის შემდეგ, მირზაანის მუზეუმში დაცული ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა ბათუმში 5 ივნისს აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება და 30 ივნისამდე გაგრძელდება. წინანდალში ფიროსმანის გამოფენა გუშინ დასრულდა. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზემში გასული ერთი თვის განმავლობაში მირზაანის კოლექცია 9 743 ვიზიტორმა […]