Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ფიროსმანის ნახატები გერმანიაში

5 ნოემბერი, 2018

ფიროსმანის ნახატები გერმანიაშინიკო ფიროსმანის ნამუშევრები სულ უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

ნიკალას ერთ-ერთი ნახატის სოთბის აუქციონზე გასაყიდად გატანის პარალელურად, ავსტრიის ქალაქ ვენაში ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს.

10 ნოემბრიდან კი ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები გერმანიაში, დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება.

საექპოზიციო სივრცე 5 თვის განმავლობაში ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახელმწიფო მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს დაეთმობა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი მხატვრის ნამუშევრები “მალაკნების ქეიფი”, „ხილის დუქანი“, „ორთაჭალის ტურფა“ და ნატურმორტი. ნიკალას ნახატები პაბლო პიკასოს, ამადეო მოდილიანის, მარკ შაგალის, ვასილი კანდინსკის, კაზიმირ მალევიჩისა და სხვათა ნამუშევრებთან ერთად იქნება ექსპონირებული.

ექსპოზიცია, რომელიც 1910-1960 წლების პერიოდს მოიცავს, 10 ნოემბრიდან 10 მარტამდე გაგრძელდება.