Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ილია ჭავჭავაძეს ტყვია აჭედეთ შუბლში, ვაჟა ფშაველა მშიერი მოკალით…”

8 დეკემბერი, 2018

"ილია ჭავჭავაძეს ტყვია აჭედეთ შუბლში, ვაჟა ფშაველა მშიერი მოკალით..."– რა ხალხი ვართ ეს ქართველები გამაგებინეთ რა? რატომ უკარგავთ პატრიოტებს ქვეყნის სამსახურში ჩადგომას და ბრძოლის ჟინს… როდემდე უნდა ვლანძღოთ ერთმანეთი და ვხოცოთ, თუ იარაღით და თუ სიტყვით? ვერ ხედავთ რომ მტერი ერთმანეთის ხელით გვახოცინებს ერთმანეთს და მიზანს აღწევს ჩვენი ქვეყნის განადგურების? – კითხულობს მომღერალი მიხეილ ზაქარიაშვილი:

“გენერალ გიორგი მაზნიაშვილის საფლავი არც იცით სად არის, ნიკალა ფიროსმანის საფლავი არ იცით სად არის, ივანე მაჩაბელის საფლავი არ იცით სად არის, ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავი არ იცით სად არის, ილია ჭავჭავაძეს ტყვია აჭედეთ შუბლში, ვაჟა ფშაველა მშიერი მოკალით, იაკობ გოგებაშვილის დედა ენა ამოიღეთ სწავლებიდან, მიხეილ ჯავახიშვილი დახვიტეთ, ახმეტელი დახვრიტეთ, ექვთიმე თაყაიშვილის გასვენებაში უკანასკნელ გზაზე მხოლოდ 30 კაცამდე იყო, ტიციან ტაბიძე 37 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს. სანდრო ახმეტელი დახვრიტეს როგორც ხალხის მტერი, თქვენ კი ისევ სსრკ-ს მისტირით და ახლა თანამედროვე გმირების გასამართლებას ლამობთ. 

რა ხალხი ვართ ეს ქართველები გამაგებინეთ რა? რატომ უკარგავთ პატრიოტებს ქვეყნის სამსახურში ჩადგომას და ბრძოლის ჟინს… როდემდე უნდა ვლანძღოთ ერთმანეთი და ვხოცოთ, თუ იარაღით და თუ სიტყვით? ვერ ხედავთ რომ მტერი ერთმანეთის ხელით გვახოცინებს ერთმანეთს და მიზანს აღწევს ჩვენი ქვეყნის განადგურების?”