27 ნოემბერი, 2018

ფიროსმანის ნახატი სოთბის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

ფიროსმანის ნახატი სოთბის აუქციონზენიკო ფიროსმანის ნამუშევარი “ქართველი ქალი ლეჩაქით” სოთბის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა.

აუქციონზე ნიკალას ნახატი 500.000-700.000 ფუნტ სტერლინგად იყო შეფასებული.

ნახატი ცნობილი ავსტრიელი მწერლის შტეფან ცვაიგის კოლექციიდან იყო წარმოდგენილი. ეს ნამუშევარი მწერალმა 1928 წელს მოსკოვში მოგზაურობის დროს შეიძინა.

ლევან თაქთაქიშვილი:

“სოთბიზე ფიროსმანი 2 მილიონ 230 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ვინ იყიდა, ჯერ უცნობია. ეს ფასი ფიროსმანისათვის და ე.ი. ქართველი მხატვრის ნამუშევრისათვის, სარეკორდოა.”