Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ფიროსმანი საგამოფენო სივრცეებიდან თეატრში ინაცვლებს

19 ნოემბერი, 2018

ფიროსმანი საგამოფენო სივრცეებიდან თეატრში ინაცვლებსრაც დროს გადის, ნიკო ფიროსმანი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მისი პიროვნება თუ შემოქმედება მოსვენებას არ აძლევს ნიკალას გულშემატკივრებს.

ამის დასტურია სპექტაკლი “ფიროსმანი”, რომელსაც ფოთის თეატრში რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი დგამს. ეს არის თოჯინების სპექტაკლი მოზარდი მაყურებლისთვის.

პრემიერა 22 ნოემბერს ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში გაიმართება, რადგან ფოთის თეატრს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, საშუალება არ ეძლევა მაყურებლის წინაშე საკუთარ სცენაზე წარსდგეს.