Tag: ოზურგეთის თეატრი

ოზურგეთის თეატრის გასტროლი თბილისში

ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ გასტროლით თბილისს ეწვევა. გასტროლის ფარგლებში 27-29 ოქტომბრის ჩათვლით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სცენაზე ოზურგეთელები მაყურებელს ხუთ სპექტაკლს წარუდგენენ. თბილისში ოზურგეთის თეატრის გასტროლი რამდენიმე თარიღს აერთიანებს – ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს და რეჟისორისა და პედაგოგის გიზო ჟორდანიას ხსოვნას. სწორედ ოზურგეთის თეატრში დაიდგა […]

დიმიტრი ხვთისიაშვილის გულისამაჩუყებელი სპექტაკლი

13 ივლისს, 19 საათზე ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე დიმიტრი ხვთისიაშვილის გულისამაჩუყებელი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. ოზურგეთის თეატრის სცენაზე გათამაშდება თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი “მე ვხედავ მზეს”. ეს არის სპექტაკლი, რომელიც ვერც ემოციის და ვერც ცრემლების გარეშე ვერ ჩაივლის. მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ნოდარ დუმბძის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „მე ვხედავ მზეს“ მისი ინსცენირების ავტორის […]

თბილისის და სოხუმის თეატრები ოზურგეთში

12 ივლისს ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მაყურებლის წინაშე წარსდგებიან თბილისის კარის თეატრისა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები. თბილისის კარის თეატრი სპექტაკლს 15 საათზე გამართავს. ოზურგეთის თეატრის მცირე სცენას არტისტული ბავშვები დაიკავებენ. გურიის ერთ-ერთ სოფელში ბოშები დაბანაკდებიან, ნაწარმოებში ჩანს გურულებისა და ბოშების ცხოვრებისეული ისტორიები. თუ როგორ დაუბრუნეს იმედი მარჩიელობით ბოშებმა, ომში დაკარგულთა ოჯახებს. […]

“ღმერთო რისთვის?!”

“ღმერთო რისთვის?!” – ასეთია ახმეტელის თეატრის სპექტაკლის სახელწოდება, რომელიც 11 ივლისს ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი. ოზურგეთის თეატრის სცენაზე მზია ტალიაშვილი, ნუგზარ ყურაშვილი და გიგი მიგრიაული ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების გმირებს გააცოცხლებენ. “ნოდარ დუმბაძე თავისი ჩვეული სევდანარევი იუმორითა და კოლორიტული პერსონაჟებით, რომლებიც დიდი ხანია შეიყვარა ქართველმა ხალხმა, კიდევ ერთხელ გაცოცხლდება ახმეტელის თეატრის სცენაზე. […]

თბილისის სომხური თეატრის “საბრალდებო დასკვნა”

ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში თბილისის სომხური თეატრი ერთვება. 10 ივლისს ოზურგეთის თეატრის სცენაზე მსახიობები “საბრალდებო დასკვნას” ითამაშებენ. სტუდენტ ზაზა ნაკაშიძეს, რომელსაც ჩხუბში მონაწილეობისთვის დააპატიმრებენ, უდანაშაულობის დამტკიცების იმედი არა აქვს. ციხის საკანში სხვადასხვა ეროვნებისა და მრწამსის დამნაშავეები შეყრილან. დროს განვლილ ცხოვრებაზე და დანაშაულის ჩადენის მიზეზებზე კამათში კლავენ. ქურდის, მკვლელის, სახელმწიფო ქონების გამფლანგველის, ყველაზე საშიში […]

მესხეთის და ფოთის თეატრები ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალზე

9 ივლისს ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლებს მესხეთის და ფოთის თეატრები ითამაშებენ. “ძახილი” – ასე ეწოდება ორივე თეატრის სპექტაკლს, რომლებიც ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით არის დადგმული. 9 ივლისს, 15 საათზე ოზურგეთის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კიდევ ერთი და განსხვავებული ინტერპრეტაცია ფოთის თეატრისაგან. მოხუცებული იულია ბებია ვეღარ უმკლავდება შვილიშვილს, ნოდარს […]

“დაბრუნება” – სპექტაკლი, რომელიც ემოციის გარეშე ვერ ჩაივლის

8 ივლისს, 19 საათზე ოზურგეთის თეატრი ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ზუგდიდის თეატრს უმასპინძლებს სპექტაკლით “დაბრუნება”… გეგა ქურციკიძის სპექტაკლი, რომელიც აუცილებლად დატოვებს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას თქვენზე, სპექტაკლი, რომელიც ემოციის გარეშე ვერ ჩაივლის. “სპექტაკლში მეოცე საუკუნის ომის წლებია ასახული. ერთ ჩვეულებრივ, მხიარული გურული სოფლის მცხოვრებლებს, გაუსაძლისი სიდუხჭირე და შიში აფორიაქებთ. მამები ომში გაკრეფილან, ოჯახურ საზრუნავს ქალები […]

ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალი ოზურგეთში

ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაარსდა. ფესტივალი 5 ივლისს გაიხსნება და 15 ივლისის ჩათვლით მას ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის დრამატული თეატრი უმასპინძლებს. ნოდარ დუმბაძე XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, მისი ნაწარმოებები დღემდე არ კარგავს აქტუალობას და ინტენსიურად იდგმება მსოფლიოს თეატრების სცენებზე. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, […]

ოზურგეთის თეატრის კიბეები ცისარტყელას ფერებში შეღებეს

17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ ფაქტს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვანაირად გამოეხმაურნენ. ეს დღე ოზურგეთში თეატრის შეღებვით აღნიშნეს. დაუდგენელმა პირებმა ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის კიბეები ცისარტყელას ფერებში შეღებეს. ჯერჯერობით უცნობია, დაწყებულია თუ არა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება. ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს.

გურამ დოჩანაშვილი ოზურგეთის თეატრში

"ქალი მამაკაცის ნეკნიდან იშვა... გვერდიდან - რომ კაცს ყოველთვის გვერდში ჰყავდეს!"

ქართული ლიტერატურის ცოცხალ კლასიკოსად აღიარებული გურამ დოჩანაშვილი ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრშია. თეატრი რიგით მერვე პრემიერას გამართავს და მაყურებელს შესთავაზებს მწერლის მოთხრობის “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” მიხედვით დადგმულ სპექტაკლს. წარმოდგენაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ რეჟისორ ოთარ კუტალაძესთან ერთად იმუშავა, ინსცენირების ავტორი ზურაბ კანდელაკია, სცენოგრაფი ლომგულ მურუსიძე, მუსიკალური გამფორმებელი გოგა მახარაძეა. […]