17 მაისი, 2016

ოზურგეთის თეატრის კიბეები ცისარტყელას ფერებში შეღებეს

OZURGETISTEATRI117 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ ფაქტს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვანაირად გამოეხმაურნენ. ეს დღე ოზურგეთში თეატრის შეღებვით აღნიშნეს.

დაუდგენელმა პირებმა ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის კიბეები ცისარტყელას ფერებში შეღებეს.

ჯერჯერობით უცნობია, დაწყებულია თუ არა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება. ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს.