12 ივლისი, 2016

დიმიტრი ხვთისიაშვილის გულისამაჩუყებელი სპექტაკლი

mozardi-ozurgetshi-13-shi113 ივლისს, 19 საათზე ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე დიმიტრი ხვთისიაშვილის გულისამაჩუყებელი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.

ოზურგეთის თეატრის სცენაზე გათამაშდება თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი “მე ვხედავ მზეს”.

ეს არის სპექტაკლი, რომელიც ვერც ემოციის და ვერც ცრემლების გარეშე ვერ ჩაივლის.

მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ნოდარ დუმბძის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „მე ვხედავ მზეს“ მისი ინსცენირების ავტორის გიგა ლორთქიფანიძის ხსოვნას მიუძღვნა.

გიგა ლორთქიფანიძის და ნოდარ დუმბაძის შემოქმედებითი ტანდემი სპექტაკლით „მე ვხედავ მზეს“ მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში 1962 წლის 30 ნოემბერს შედგა.

მომდევნო წლებში, გიგა ლორთქიფანიძის ინსცენირებული ვერსიით აღნიშნული სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრში რეჟისორმა შალვა გაწერელიამ დადგა.

„მე ვხედავ მზეს“ მოზარდმაყურებელთა თეატრის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სპექტაკლია. მასში 74 მსახიობი მონაწილეობს.