ჭდე: მუსიკისა და დრამის თეატრი

მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

100 წლის ასაკში ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობი, საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ქეთევან კობახიძე გარდაიცვალა. იგი „მუსკომედიის“ თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი იყო და ხალხის უდიდესი სიყვარულით სარგებლობდა. მის მიერ შექმნილი არაერთი საინტერესო და დაუვიწყარი სახე კიდევ დიდხანს ემსახსოვრება თეატრის ერთგულ მაყურებელს. თეატრისადმი უსაზღვრო სიყვარული მის შთამომავლობაშიც გაგრძელდა – მისი […]

“დარბაზი დაგვემხო და ვიხრჩობით…”

“არტინფო” უკვე წერდა, რომ თბილისში მოსულმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა კინომსახიობთა თეატრს. თეატრის ჭერიდან წყალმა გაჟონა. კინომსახიობთა თეატრთან ერთად წვიმამ პრობლემები შექმნა მუსიკისა და დრამის თეატრშიც. ანალოგიური მდგომარეობაა ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში, სადაც ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურ ორკესტრს მუშაობა კარგა ხანია შეწყვეტილი აქვს. ეროვნული მუსიკალური ცენტრი დროებით მუსიკისა და დრამის თეატრშია განთავსებული. ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ნახუცრიშვილმა […]

მუსიკისა და დრამის თეატრმა გრანპრი მოიგო

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრმა გრანპრი მოიგო. რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე “Babel international theatre festival” ქართველები საუკეთესოდ დაასახელეს და ფესტივალის მთავარი ჯილდო მიანიჭეს. რუმინეთში მუსიკისა და დრამის თეატრმა კოტე კოტე ფურცელაძის ქორეოდრამა ,,სამი და” წარმოადგინა. ანტონ ჩეხოვის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დადგმულ წარმოდგენაში მონაწილეობენ ნანკა კალატოზიშვილი, ანა წერეთელი, ნუცა გუცაშვილი, გიგი ქარსელაძე, ეკა […]

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი ბრალდებებს პასუხობს

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი ბრალდებებს პასუხობს და ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო პროფესიული თეატრის პრეტენზიებზე განმარტებებს აკეთებს: “უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოვახსენებთ საქართველოში მოქმედ ყველა თეატრს, რომელიც მონაწილეობს ჩვენს ტრადიციულ ყოველწლიურ გამოკვლევებში. თეატრების მონაწილეობისა და კვლევის შედეგებით დაინტერესების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი კერძო ინიციატივის განხორციელება. რომ არა თეატრების ინტერესი, ჩვენც დავკარგავდით იმ ენთუზიაზმს, რომლითაც […]

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი სკანდალში გაეხვია

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი სკანდალში გაეხვია. ცენტრმა ყოველწლიური შემაჯამებელი კვლევა გამოაქვეყნა და 9 ნომინაციაში საუკეთესო ხუთეულები დაასახელა. სწორედ ეს კვლევა გახდა საბაბი მთელი რიგი ბრალდებებისა, რომელიც ცენტრს ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრმა წაუყენა: “პირველ რიგში, უზარმაზარი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ იმ ჩატარებული კვლევისთვის, რომელსაც თქვენი ცენტრი ყოველწლიურად ატარებს. ვფიქრობთ, რომ, აღნიშნული სტატისტიკა ნამდვილად […]

მუსიკისა და დრამის თეატრი სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს. თეატრი გასტროლზე იმყოფებოდა თურქეთში, ანკარის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, სადაც ითამაშა ორი სპექტაკლი – კოტე ფურცელაძის ქორეოდრამა “კარმენი” და “სამი და”. მუსიკისა და დრამის თეატრი ამ ფესტივალზე შარშანაც იმყოფებოდა, სადაც ითამაშა სპექტაკლი ,,კარმენი”. კოტე ფურცელაძის ეს დადგმა ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლად აღიარეს. ამის გამო ფესტივალის ორგანიზატორების მიერ […]

მუსიკისა და დრამის თეატრი საერთაშორისო ფესტივალებზე მიიწვიეს

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი საერთაშორისო ფესტივალებზე მიიწვიეს. თეატრის დასი ერთდროულად ორ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ერთი კვირის განმავლობაში ქართველი მსახიობები სლოვენიასა და მონტენეგროში ითამაშებენ ნინი ჩაკვეტაძის მიერ დადგმულ სპექტაკლს “დორიან გრეის პორტრეტი”. 13-20 სექტემბერს თეატრი სლოვენიასა და მონტენეგროში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ,,EX PONTO International Performance Art Festival 2015“. ოსკარ უაილდის “დორიან […]

მუსიკისა და დრამის თეატრი ბუქარესტში მიემგზავრება

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი ბუქარესტის “NETA” საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიემგზავრება. თეატრის დასი წარმოადგენს დავით დოიაშვილის სპექტაკლს “ზაფხულის ღამის სიზმარი”. უილიამ შექსპირის (შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი დავით დოიაშვილმა ორმოქმედებიან სპექტაკლად განახორციელა. პიესა ვახტანგ ჭელიძემ თარგმნა, ადაპტირებული ტექსტის ავტორი მანანა ანთაძეა, რეჟისურა და სცენოგრაფია დავით დოიაშვილს ეკუთვნის, კოსტუმების მხატვარი ანანო მოსიძეა, ქორეოგრაფი კი კოტე […]

მუსიკისა და დრამის თეატრი სტიქიით დაზარალებულებისთვის

ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრი საერთო ქველმოქმედებაში ერთვება. თეატრი საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც საქველმოქმედო სპექტაკლს შეეხება: – მუსიკისა და დრამის თეატრი კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოთქვამს 13 ივნისს მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით და 21 ივნისს ითამაშებს საქველმოქმედო სპეკტაკლს “გაყრა”, რომლის ბილეთებიდანაც შემოსული თანხა მოხმარდება სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს. დავდგეთ ჩვენი მოქალაქეების გვერდით და დავეხმაროთ ყველა, რითიც […]

მუსიკისა და დრამის თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება

27 მაისს ვასო აბაშიძის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრში საქველმოქმედო სპაქტაკლი გაიმართება. მაყურებლისთვის კოტე ფურცელაძის მიერ დადგმული “კარმენი” იქნება წარმოდგენილი. ეს საქველმოქმედო სპექტაკლი ახალგაზრდა ქალბატონს ლიკა ქინქლაძეს ეძღვნება, რომელსაც დაუდგინდა მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი. ლიკას სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა. ეს ოპრეაცია მოითხოვს კოლოსალურ თანხებს, რასაც ოჯახი საზოგადოების დახმარების გარეშე ვერ მოაგროვებს. სპექტაკლის დაწყებამდე თეატრის ფოიეში […]