27 ნოემბერი, 2015

მუსიკისა და დრამის თეატრი სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს

1musikisa-da-dramis-teatris-priziვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს.
თეატრი გასტროლზე იმყოფებოდა თურქეთში, ანკარის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, სადაც ითამაშა ორი სპექტაკლი – კოტე ფურცელაძის ქორეოდრამა “კარმენი” და “სამი და”.

მუსიკისა და დრამის თეატრი ამ ფესტივალზე შარშანაც იმყოფებოდა, სადაც ითამაშა სპექტაკლი ,,კარმენი”. კოტე ფურცელაძის ეს დადგმა ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლად აღიარეს. ამის გამო ფესტივალის ორგანიზატორების მიერ წლევანდელი ფესტივალის გახსნის პატივი სწორედ ამ ქორეოდრამას ერგო.

ფესტივალი დაინტერესდა კოტე ფურცელაძის ახალი სპექტაკლითაც ,,სამი და” და ჩვენი თეატრი წლევანდელ ფესტივალზე უკვე ორი სპექტაკლით მიიწვია. წლევანდელ ფესტივალზე კოტე ფურცელაძის ორივე სპექტაკლმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ფესტივალმა თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრს ანკარის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სპეციალური პრიზი გადასცა.