Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მუსიკისა და დრამის თეატრი სტიქიით დაზარალებულებისთვის

17 ივნისი, 2015

1dramis-teatriვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრი საერთო ქველმოქმედებაში ერთვება. თეატრი საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც საქველმოქმედო სპექტაკლს შეეხება:

– მუსიკისა და დრამის თეატრი კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოთქვამს 13 ივნისს მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით და 21 ივნისს ითამაშებს საქველმოქმედო სპეკტაკლს “გაყრა”, რომლის ბილეთებიდანაც შემოსული თანხა მოხმარდება სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს. დავდგეთ ჩვენი მოქალაქეების გვერდით და დავეხმაროთ ყველა, რითიც შეგვიძლია.

გიორგი ერისთავის პიესის მიხედვით სპექტაკლი დავით დოიაშვილმა დადგა. სპექტაკლის მხატვარია გიგა ლაპიაშვილი, კოსტუმების მხატვარი ანანო მოსიძე, ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე, კომპოზიტორი რუსუდან მორჩილაძე, სიმღერის ტექსტების ავტორი ირინა სანიკიძეა, განათების მხატვარი ია ნადირაშვილი, ხმის რეჟისორი კი ემზარ ბეგიაშვილი.

სპექტაკლში მონაწილეობენ გიორგი ყველაშვილი, ლაშა რამიშვილი, ცისია მეტრეველი, ნინო მითაიშვილი, არჩილ სოლოღაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ბუბა გოგორიშვილი, კაკო თოფურია, ალეკო ბეგალიშვილი, უმცროსი ბადრი ბეგალიშვილი, მარინა ჯოხაძე, შორენა კურტანიძე, ნინო გომართელი, გარი ბაღდასაროვი, თომა ბულაშვილი და გიგი ქარსელაძე.