26 მაისი, 2015

მუსიკისა და დრამის თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება

1karmen27 მაისს ვასო აბაშიძის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრში საქველმოქმედო სპაქტაკლი გაიმართება. მაყურებლისთვის კოტე ფურცელაძის მიერ დადგმული “კარმენი” იქნება წარმოდგენილი.

ეს საქველმოქმედო სპექტაკლი ახალგაზრდა ქალბატონს ლიკა ქინქლაძეს ეძღვნება, რომელსაც დაუდგინდა მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი. ლიკას სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა. ეს ოპრეაცია მოითხოვს კოლოსალურ თანხებს, რასაც ოჯახი საზოგადოების დახმარების გარეშე ვერ მოაგროვებს.

სპექტაკლის დაწყებამდე თეატრის ფოიეში მოეწყობა ქართველი მხატვრების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. გასაყიდად თავის ნამუშევრებს გამოიტანენ ქეთი მატაბელი, ქეთი დავლიანიძე, გიორგი გაგოშიძე, კაკო, თიკა ჩხიკვიშვილი, სანდრო ანთაძე, თამუნა ჩიქოვანი, ნიკუშა სახანბერიძე, ანტონ ბალანჩივაძე, მანანა წივწივაძე, ნიკა ჯაფარიძე, ნათია დალაქიშვილი, თეა მუსერიძე, ნატა სოფრომაძე, მაკა კუკულავა, ლიკა დადიანი, ანა ფარცვანია, მარი ნაკანი, ზურა ღამბაშიძე, მაია სუმბაძე, თაკო ნოდია, ნიკუშა თოფურია, გვანცა ჯანაშია, ნინო ყამბარაშვილი, ეკა ასათიანი.

შემოსული თანხა მთლიანად ლიკა ქინქლაძის მკურნალობისთვის გახსნილ ანგარიშზე გადაირიცხება.