31 ივლისი, 2017

მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

100 წლის ასაკში ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობი, საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ქეთევან კობახიძე გარდაიცვალა.

იგი „მუსკომედიის“ თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი იყო და ხალხის უდიდესი სიყვარულით სარგებლობდა. მის მიერ შექმნილი არაერთი საინტერესო და დაუვიწყარი სახე კიდევ დიდხანს ემსახსოვრება თეატრის ერთგულ მაყურებელს.

თეატრისადმი უსაზღვრო სიყვარული მის შთამომავლობაშიც გაგრძელდა – მისი შვილიშვილი ირაკლი ჩოლოყაშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.