ჭდე: ლადო ასათიანი

ლადო ასათიანის უკანასკნელი წერილი

ლადო ასათიანის უკანასკნელი წერილი

პოეტ ლადო ასათიანის სიცოცხლე 26 წლის ასაკში შეწყდა. იგი ტუბერკულოზით დაავადდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოეტი თავის მეგობარ მწერალს ნიკა აგიაშვილს უკანასკნელ წერილში წერდა: “ვეღარ ვძლებ ამ ვიწრო ოთახში, თითქოს კუბოში ვარ ცოცხლად მდებარე, მზის მონატრული. რომ მოვკვდე, ნეტავი, ამაზე უარესი თუ იქნება ის კუბო. ამის ბრალია, ალბათ, რომ თითქმის ყოველ ღამით და დღისითაც […]

თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო – ლადო ასათიანი

სალაღობო - ლადო ასათიანი

”რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი, თუ მამულს თავი არ ანაცვალე, – ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს. რომ ვდგევარ ახლა თბილისის კართან, შენ გეკითხები, ცაო ნათელო, ამ უხეირო ლექსების გარდა რას გავუკეთებ მე საქართველოს? რომ ვდგევარ ახლა თბილისის კართან, თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო, ამ უხეირო ლექსების გარდა დაგვრჩა საფიქრი და […]

ქართლის გზაზე – ლადო ასათიანი

ქართლის გზაზე - ლადო ასათიანი

ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა, რაც უფლის ციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა; მინდვრებს, გორაკებს, ფერდობებს ეფინება და ედება, გზაში ყაყაჩოს შეხვედრა სიკეთედ დაგვებედება: სულ ახალგაზრდა ვიქნებით, გული არ დაგვიბერდება! ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა, რაც უფლისციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა; მოდი, ჩვენ ესეც ვიკმაროთ და სხვა დიდება არ გვინდა, ყაყაჩომ თუ […]

არაჩვეულებრივი იდეა ლადო ასათიანთან დაკავშირებით

არაჩვეულებრივი იდეა ლადო ასათიანთან დაკავშირებით

არაჩვეულებრივი იდეა ლადო ასათიანთან დაკავშირებით მომღერალ თემო საჯაიას ეკუთვნის: “წლების წინ გამიჩნდა იდეა, რომ რუსთაველის გამზირზე, დაახლოებით ქაშუეთსა და ცისფერ გალერეას შორის ფეხით მოსიარულეთა ტროტუარზე დაედგათ ლადო ასათიანის ძეგლი – ლადო რომელიც მისეირნობს, ნაბიჯგადადგმული. კარგი იქნება, თუ თბილისის მერიაში დაფიქრდებიან ამ პროექტზე. იდეა კი მის ერთ-ერთ ბოლო ნატვრას და ცნობილ ლექსს და უკავშირდება: “რუსთველის პროსპექტზე […]

უცნობი პოეტის რვეულიდან – ლადო ასათიანი

უცნობი პოეტის რვეულიდან - ლადო ასათიანი

პოეტი ლადო ასათიანი სრულიად ახალგაზრდა წავიდა ამქვეყნიდან. ფილტვების დაავადებამ მას 26 წლის ასაკში მოუსწრაფა სიცოცხლე. “უცნობი პოეტის რვეულიდან” – ასე ჰქვია ლადო ასათიანის ლექსს, რომელშიც მისი ხანმოკლე ცხოვრება ყველაზე ზუსტად არის აღწერილი: “შენ, როცა ამ წიგნს ხელში აიღებ, ცოცხალთა შორის მე არ ვიქნები, მაგრამ, კეთილო, მიხვდი, გაიგე ადრე წასული კაცის ფიქრები. მიხვდი, გაიგე, რომ მეც […]

“ეს ლექსი 80 წლის წინ დაუწერია ჩვენს სასიქადულო პოეტს – ლადო ასათიანს”

"ეს ლექსი 80 წლის წინ დაუწერია ჩვენს სასიქადულო პოეტს - ლადო ასათიანს"

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ლადო ასათიანის ერთ-ერთ ლექსს იხსენებს და შემოდგომის შემობრძანებას გვილოცავს: “ეს ლექსი 80 წლის წინ დაუწერია ჩვენს სასიქადულო პოეტს – ლადო ასათიანს. გამოქვეყნებიდან 20-წლისთავზე ჩვენ ის სკოლაში ზეპირად გვასწავლეს. ხოლო მას მერე უკვე 60 წელია გასული; გადავამოწმე და აღმოვაჩინე, რომ 60 წლის მერეც უშეცდომოდ შემიძლია ზეპირად გავიმეორო. უცებ მომინდა, ლადოს ამ ლექსისათვის 80 […]

სალაღობო – ლადო ასათიანი

სალაღობო - ლადო ასათიანი

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა. ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა. “კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა: რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენატრება სხვისა!” დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს, გაისარჯოს და ბრძოლაში […]

ლექსები თბილისზე

ლექსები თბილისზე

იოსებ გრიშაშვილი – გამოთხოვება ძველ თბილისთან შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა, ქორონიკონის კენტი და ლუწი,- მაგრამ არ იცი, ჩვენმა ქალაქმა რა სურათები მოქარგა უწინ. თუ ჩაგივლია სირაჩხანისკენ, დაჰკვირვებიხარ ამ ქუჩებს კარგად- გაგაოცებდა რუმბების სისქე და ჭიანურზე დაკრული ჩარგა სიძველისადმი გრძნობა, პატივი, თუ შენში მაინც ოდნავ ელვარებს – მიხვდები ასე ანდამატივით რისთვის ვდარაჯობ თბილისის კარებს. მიხვდები, რატომ […]

გიორგი ტიგინაშვილი ივრისპირელი: “კრიტიკოსებს მინდა ვკითხო”

– არ მიყვარს როცა დასცინიან და საძულველად იხსენიებენ საქართველოს, საკუთარ სამშობლოს! – აცხადებს მწერალი გიორგი ტიგინაშვილი ივრისპირელი: “ასეთ დროს კრიტიკოსებს მინდა ხოლმე, რომ ვკითხო: იცნობ ჰომეროსის, ევრიპიდეს, ჰეროდოტეს, სტრაბონის, გელასი კესარიელის, მოვსეს ხორენაცის, იერემია სოზომენის, სოკრატ სქოლასტიკოსის, ჯუანშერის, ლეონტი მროველის, ბასილი ეზოსმოძღვარის, ივანე ჯავახიშვილის, სარგის კაკაბაძის ნაშრომებს საქართველოს (კოლხა, დიაოხი, ეგრისი, ქართლი და სხვ.) შესახებ? […]

ლადო ასათიანს ოცნება სიკვდილის შემდეგ აუსრულდა

სალაღობო - ლადო ასათიანი

“ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა, რაც უფლის ციხესგამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა” ან კიდევ “ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ დაფდაფითა და ბუკითა, ახლა ყაყაჩო შემომხვდა ლამაზი ქალის შუქითა.” როგორც ტიციან ტაბიძის პოეზიის სიმბოლოა მიხაკი, ისე ლადო ასათიანის პოეზიის სიმბოლოა ყაყაჩო. მის საფლავზეც კი ყაყაჩო ყოველთვის თავისით ამოდის. 26 წლის ასაკში ჭლექით გარდაცვლილმა ლადო ასათიანმა იმაზე […]