ჭდე: გურამ ოდიშარია

გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო ბათუმის თეატრში

გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო ბათუმის თეატრში

გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო ბათუმის დრამატულ თეატრში ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაზე ავტორმა მოწვეულ სტუმრებს საკუთარი ლექსები წაუკითხა. შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. „ელისო ბოლქვაძის დამსახურებით ფესტივალი მეშვიდედ ტარდება ბათუმში. მაქვს პატივი მონაწილეობა მიმეღო ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო მკითხველთან. აღსანიშნავია, რომ აუდიტორიის დიდი ნაწილი ახალგაზრდებისგან შედგებოდა და […]

გურამ ოდიშარიას ევროპული წარმატება

გურამ ოდიშარიას ევროპული წარმატება

მწერალ გურამ ოდიშარიას შემოქმედება გასცდა საქართველოს ფარგლებს და მისმა რომანმა “პრეზიდენტის კატა” ევროპაშიც მიიქცია ყურადღება. რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა “პრეზიდენტის კატა” რადიოდადგმად აქცია და PRIX EUROPA-ს მხატვრული რადიოს განხრით ნომინანტებს შორისაც მოხვდა: “ეს რადიოპიესა შექმნილია ცნობილი ქართველი მწერლის გურამ ოდიშარიას რომანის “პრეზიდენტის კატის” მიხედვით და მოგვითხრობს მიხეილ ბღაჟბაზე, რომელიც მეოცე საუკუნის სამოციან წლებში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას […]

“რა ვქნათ ჩვენ, რა გზას დავადგეთ?”

გურამ ოდიშარიას ევროპული წარმატება

კითხულობს მწერალი გურამ ოდიშარია თავის ნაწარმოებში “დევნილთა უღელტეხილი” და პასუხს მკითხველისგან ითხოვს. “არტ ინფო” ნაწარმოების პატარა, მაგრამ დამაფიქრებელ ეპიზოდს გთავაზობთ: “დევნილთა უღელტეხილი ყველაზე მაღალი უღელტეხილია დუნიაზე, მამულის უწმინდესი ჰაერით გაჟღენთილი, ყველა ამქვეყნიურ წვრილმანზე და დავიდარაბაზე, ფულზე და ღალატზე, სიბრიყვეზე ზემდგომი უღელტეხილი – გოლგოთა სრულიად საქართველოს ცოდვებს მიეზიდება… მის შუაგულში დგას მკერდში მომაკვდავშვილჩაკრული ახალგაზრდა მამა და […]

გურამ ოდიშარიას წიგნი საუკეთესოდ დასახელდა

ქართველი მწერლის გურამ ოდიშარიას წიგნი “სოხუმში მოსალოდნელია წვიმა” საუკეთესოდ დასახელდა. “ეს იმ ადამიანის ლექსები და პროზაა, რომელმაც აფხაზეთის ომის დროს ყველაფერი დაკარგა. ამჟამად შემოქმედი თავის მდიდარ მოგონებებს მკითხველებს უზიარებს. სამშობლო კი მის ღრმა ქვეცნობიერში ცხოვრობს,” – ასე აფასებს გურამ ოდიშარიას კრებულს არტ-კრიტიკოსი და ჟურნალისტი იგორ ბონდარ-ტერეშენკო. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით უკრაინულ ენაზე გამოცემული გურამ […]

გურამ ოდიშარია გვაფრთხილებს

გურამ ოდიშარიას ევროპული წარმატება

საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი გურამ ოდიშარია გვაფრთხილებს. პოეტი და მწერალი ქართულ საზოგადოებაში ბოლო დროს დამკვიდრებულ ტენდენციებზე ღიად საუბრობს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ სხვა ადამიანების ლანძღვისა და დამცირებისგან. “სიძულვილის წინააღმდეგ” – ასე უწოდებს გურამ ოდიშარია თავის ჩანაწერს და ადამიანებს უფრო მეტ დაფიქრებას სთხოვს: “ერთხელ, სტუდენტობისას, მე და ჩემმა ბავშვობის აფხაზმა მეგობარმა სოხუმიდან ერთ-ერთ აფხაზურ სოფელში […]