27 აგვისტო, 2019

გურამ ოდიშარიას ევროპული წარმატება

გურამ ოდიშარიას ევროპული წარმატებამწერალ გურამ ოდიშარიას შემოქმედება გასცდა საქართველოს ფარგლებს და მისმა რომანმა “პრეზიდენტის კატა” ევროპაშიც მიიქცია ყურადღება.

რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა “პრეზიდენტის კატა” რადიოდადგმად აქცია და PRIX EUROPA-ს მხატვრული რადიოს განხრით ნომინანტებს შორისაც მოხვდა:

“ეს რადიოპიესა შექმნილია ცნობილი ქართველი მწერლის გურამ ოდიშარიას რომანის “პრეზიდენტის კატის” მიხედვით და მოგვითხრობს მიხეილ ბღაჟბაზე, რომელიც მეოცე საუკუნის სამოციან წლებში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას ხელმძღვანელობდა.

ის მეტად არაორდინალური პიროვნება იყო. მისი მართველობის სტილი, მისი იუმორი, ადამიანებისადმი დამოკიდებულება ბევრისთვის გაუგებარი დ უცნაური იყო.

რადიოდადგმაში გამოყენებული დოკუმენტური ჩანაწერები, მუსიკალური მელოდიები, იუმორისტული ეპიზოდები და ორიგინალური სადღეგრძელოები ქმნის წინააღმდეგობით სავსე ეპოქის დამახასიათებელ ატმოსფეროს. ზუსტად ამ ეპოქაში არსებობდა ბღაჟბას მსგავსი პიროვნება, რომელსაც შეეძლო დაპირისპირებულ მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვა.”