8 სექტემბერი, 2019

გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო ბათუმის თეატრში

გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო ბათუმის თეატრშიგურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო ბათუმის დრამატულ თეატრში ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებაზე ავტორმა მოწვეულ სტუმრებს საკუთარი ლექსები წაუკითხა. შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

„ელისო ბოლქვაძის დამსახურებით ფესტივალი მეშვიდედ ტარდება ბათუმში. მაქვს პატივი მონაწილეობა მიმეღო ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო მკითხველთან.

აღსანიშნავია, რომ აუდიტორიის დიდი ნაწილი ახალგაზრდებისგან შედგებოდა და აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, რაც ძალიან სასიხარულოა ჩემთვის,” – აღნიშნა გურამ ოდიშარიამ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ გურამ ოდიშარიას ახალი რომანის „შენთან-უშენოდ“ პრეზენტაციაც გაიმართა, რის შემდეგაც ავტორმა მკითხველებს ავტოგრაფები დაურიგა.

გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო ბათუმის თეატრში