დიმიტრი ხვთისიაშვილი

ლეილა ძიგრაშვილს ვერიკო ანჯაფარიძის პრემია მიენიჭა

ლეილა ძიგრაშვილს ვერიკო ანჯაფარიძის პრემია მიენიჭა

91 წლის მსახიობს ლეილა ძიგრაშვილს ლეგენდარული ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია მიენიჭა. ინფორმაცია თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაავრცელა: “ამ შესანიშნავ ქალბატონს, მსახიობ ლეილა ძიგრაშვილს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე 2016-2017 წლებში ჩატარებული ლიტერატურული საღამოებისათვის დღეს მიენიჭა ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია!!!”

არტურ მილერის გახმაურებული პიესა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

არტურ მილერის გახმაურებული პიესა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

კუდიანებზე ნადირობა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე იწყება. უფროსი ასაკის მაყურებელს მოზარდ მაყურებელთა თეატრი არტურ მილერის გახმაურებული პიესის „სეილემის პროცესის“ ადაპტირებულ სცენურ ვერსიას სთავაზობს. ისტორიული დრამის პრემიერა 5 და 6 ოქტომბერს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში შედგება. დასაწყისი 19:00 საათზე. საგულისხმოა, რომ პრემიერის დღეებში სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება ინგლისური სუბტიტრებით. პრემიერას უცხოელი კრიტიკოსებიც დაესწერებიან. სპექტაკლში, […]

კუდიანებზე ნადირობა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

კუდიანებზე ნადირობა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

მოზარდ მაყურებელთა თეატრი უფროსი ასაკის მაყურებელს არტურ მილერის გახმაურებული პიესის „სეილემის პროცესის“ ადაპტირებულ სცენურ ვერსიას სთავაზობს. ისტორიული დრამის პრემიერა 5 და 6 ოქტომბერს 19 საათზე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში შედგება. პრემიერის დღეებში სპექტაკლი ინგლისური სუბტიტრებით იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლში, რომლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია, გადმოცემულია 1692 წელს მასაჩუსეტის პატარა ქალაქ სეილემში მომხდარი ტრაგედია – […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90-ე საიუბილეო სეზონისთვის ემზადება

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90-ე საიუბილეო სეზონისთვის ემზადება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი ახალი 90-ე საიუბილეო სეზონისთვის ემზადება. თეატრალური სეზონის გახსნამდე თეატრი 1-3 სექტემბრამდე პოლონეთის ქალაქ შეცინში კამერული სპექტაკლების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალზე „Pro Contra 2017″ წარსდგა. ფესტივალზე თეატრმა ითამაშა რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის მიერ დადგმული მონოსპექტაკლი „ღამე და თუთიყუში”, რომელიც თამაზ ბაძაღუას პიესის მიხედვით განხორციელდა. სპეციალურად ფესტივალისთვის ქართულენოვანი სპექტაკლი რუსულ ენაზე […]

ქართული თეატრალური დასი პირველად ბუტრინტის საერთაშორისო ფესტივალზე

ქართული თეატრალური დასი პირველად ბუტრინტის საერთაშორისო ფესტივალზე

14-დან 20 ივლისამდე ალბანეთში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ბუტრინტი 2000“ გაიმართება. „ხმელთაშუა თეატრების ეროვნული ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ ფესტივალში ქართველებს მონაწილეობა არასდროს მიუღიათ. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი პირველია, რომელიც აღნიშნულ ფესტივალზე მიიწვიეს. 17 ივლისს რიგით XV საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ბუტრინტის ანტიკური თეატრის სცენაზე მოზარდ მაყურებელთა თეატრი რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლს „აურზაური არაფრის გამო“ […]

ნიკა ფაიქრიძე პირველი პოეტური კრებულის პრეზენტაციას გამართავს

ნიკა ფაიქრიძე პირველი პოეტური კრებულის პრეზენტაციას გამართავს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი ნიკა ფაიქრიძე პირველი პოეტური კრებულის პრეზენტაციას გამართავს. 14 და 16 მაისს თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე მსახიობი მაყურებლის და მსმენელის წინაშე წარსდგება და გააცნობს კრებულს სახელწოდებით „შენ ჩემს სიგიჟეს თოკებზე გაფენ“. კრებული, რომელშიც მსახიობის 30 ლექსია შესული, გამომცემლობა „ფავორიტმა“ გამოსცა. 16 მაისს ნიკა ფაიქრიძის დაბადების დღეა, მსახიობს და […]

ნუგზარ ყურაშვილი – 45 წელი ქართულ სცენაზე!

ნუგზარ ყურაშვილი - 45 წელი ქართულ სცენაზე!

სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს ნუგზარ ყურაშვილს ქართულ თეატრალურ სცენაზე მოღვაწეობის 45 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღს ეხმიანება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი, სადაც 8 მაისს 19:00 საათზე, თეატრისა და კინოს ვარსკვლავოსანი არტისტის ბენეფისი გაიმართება. საღამოზე, რომლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია, ნუგზარ ყურაშვილის მონაწილეობით გათამაშდება ნაწყვეტები სპექტაკლებიდან „მე ვხედავ მზეს“ (ბაბილო), […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი იუბილარია. წელს თეატრი 90 წლის იუბილეს ბორჯომში „თეატრალური დღეების“ ფარგლებში აღნიშნავს. მოზარდ მაყურებელთა თეატრი 18 აპრილიდან მომავალი წლის 11 ნოემბრამდე იუბილეს ფარგლებში მაყურებელს სხვადასხვა აქტივობებს შესთავაზებს. 18 აპრილს თეატრის დასის ნაწილი ბორჯომს ეწვევა, სადაც ბორჯომის „თეატრალური დღეები“ იუბილარი თეატრის წარმოდგენით „აურზაური არაფრის გამო“ გაიხსნება. სპექტაკლი, რომლის რეჟისორიც […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერა გადაიდო

მოზარდ მაყურებელთა თეატრის „მგზავრის წერილები“ ზუგდიდში

ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერა გადაიდო. 13 აპრილს თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილს მაყურებლისთვის ილია ჭავჭავაძის შემოქმედების მიხედვით სპექტაკლის “მგზავრის წერილები” პრემიერა უნდა წარედგინა. დაანონსებული პრემიერა 21 აპრილს 19 საათზე გადაიდო. მიზეზი მსახიობ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებაა. საპრემიერო სპექტაკლში მსახიობის სიძე ნიკა ნანიტაშვილი თამაშობს.

ილია ჭავჭავაძის იუბილე პრემიერით აღინიშნება

მოზარდ მაყურებელთა თეატრის „მგზავრის წერილები“ ზუგდიდში

2017 წელს 180 წელი სრულდება მწერლის, პოეტის და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან. ამ თარიღს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი პრემიერით აღნიშნავს. 13 აპრილს 19 საათზე თეატრის მცირე სცენაზე ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილების“ წარმოსადგენად ემზადებიან. პუბლიცისტური წერილები „ერი და ისტორია“, „დავით აღმაშენებელი“, ლექსები, აზრები, „კაცია -ადამიანის“ ერთ-ერთი ვერსია და ილიას ყველა დროში აქტუალური […]