10 მაისი, 2017

ნიკა ფაიქრიძე პირველი პოეტური კრებულის პრეზენტაციას გამართავს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი ნიკა ფაიქრიძე პირველი პოეტური კრებულის პრეზენტაციას გამართავს.

14 და 16 მაისს თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე მსახიობი მაყურებლის და მსმენელის წინაშე წარსდგება და გააცნობს კრებულს სახელწოდებით „შენ ჩემს სიგიჟეს თოკებზე გაფენ“. კრებული, რომელშიც მსახიობის 30 ლექსია შესული, გამომცემლობა „ფავორიტმა“ გამოსცა.

16 მაისს ნიკა ფაიქრიძის დაბადების დღეა, მსახიობს და პოეტს 26 წელი უსრულდება.

წიგნის პრეზენტაციამდე შეკრებილი საზოგადოება ნახავს რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის მიერ დადგმული მონო სპექტაკლს „ღამე და თუთიყუში“ ნიკა ფაიქრიძის მონაწილეობით.

სპექტაკლზე მისული მაყურებელი ნიკა ფაიქრიძის კრებულით დასაჩუქრდება. წარმოდგენები 20 საათზე დაიწყება.