ლეილა ძიგრაშვილს ვერიკო ანჯაფარიძის პრემია მიენიჭა

ლეილა ძიგრაშვილს ვერიკო ანჯაფარიძის პრემია მიენიჭა91 წლის მსახიობს ლეილა ძიგრაშვილს ლეგენდარული ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია მიენიჭა.

ინფორმაცია თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაავრცელა:

“ამ შესანიშნავ ქალბატონს, მსახიობ ლეილა ძიგრაშვილს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე 2016-2017 წლებში ჩატარებული ლიტერატურული საღამოებისათვის დღეს მიენიჭა ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია!!!”