დიმიტრი ხვთისიაშვილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლს ონლაინ შემოგვთავაზებს

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლს ონლაინ შემოგვთავაზებს

1 დეკემბერს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი ონლაინ პლატფორმაზე შემოგვთავაზებს სპექტაკლს “ირინეს ბედნიერება”. წარმოდგენა რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგა. მოზარდ მაყურებელთა თეატრი უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც 1991 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის […]

9 აპრილს მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლს მიუძღვნის

9 აპრილს მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლს მიუძღვნის

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი სპექტაკლს მიუძღვნის. 9 აპრილს 17 საათზე სპექტაკლის „სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ” ონლაინ ჩვენება გაიმართება. ეს სპექტაკლი-აქციაა აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე საუბრის წამოწყების, მცდელობა მყარად გამჯდარ დამოკიდებულებათა გადაფასების. სპექტაკლში განსაკუთრებულ როლს თამაშობს მუსიკა, სიმღერა და ქორეოგრაფია. წარმოდგენაში ერთმანეთზე გადაჯაჭვულია სიყვარული, წარსული, მომავალი, […]

ალადინი – განსხვავებული საახალწლო სპექტაკლი

ალადინი - განსხვავებული საახალწლო სპექტაკლი

ალადინი პატარების გამორჩეულად საყვარელი ზღაპარია. ალადინის და ლამპრის ბინადარი ჯინის თავგადასავალი გულგრილს არც უფროსებს ტოვებს. 26 დეკემბრიდან ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი განსხვავებულ საახალწლო სპექტაკლზე გეპატიჟებათ, რომელიც გამორჩეულია ყველა იმ წარმოდგენისგან, რაც აქამდე გინახავთ. პიესის სახით „ალადინი – მუსიკალური კომედია ჯადოსნურ ლამპარზე და არა მარტო მასზე…“ პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე. სპეციალურად მიუზიკლისთვის თავიდან […]

სპექტაკლი-აქცია მოზარდ მაყურებელთა თეატრში

სპექტაკლი-აქცია მოზარდ მაყურებელთა თეატრში

8 და 9 ნოემბერს 19 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიულ თეატრში სპექტაკლის „სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ“ პრემიერა შედგება. „ომი სამუდამოდ რომ დამთავრდეს, ყველამ ჩვენი მიცვალებულები უნდა გავუშვათ ჩვენგან. გავათავისუფლოთ მათი სულები ამ მძიმე ტვირთისგან. უნდა დავივიწყოთ ყოველი ნასროლი ტყვია, ნაცარტუტად ქცეული სახლი, დაღვრილი სისხლი. მძიმე, მაგრამ საჭირო ნაბიჯის […]

მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრი „მე ვხედავ მზეს“ ითამაშებს

მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრი „მე ვხედავ მზეს“ ითამაშებს

მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრი თბილისში ჩამოვა. თეატრალური დასი წარმოადგენს რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლს “მე ვხედავ მზეს”, რომელიც რეჟისორმა ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დადგა. სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში 2 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი. მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდი სცენა უმასპინძლებს. ფესტივალის ქართულ შოუ ქეისში […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრის „მგზავრის წერილები“ ზუგდიდში

მოზარდ მაყურებელთა თეატრის „მგზავრის წერილები“ ზუგდიდში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ჩაერთო პროექტში „კულტურა საზღვრებს გარეშე“. თეატრი 13 სექტემბერს 19 საათზე ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის და აფხაზეთიდან დევნილებისთვის გამართავს წარმოდგენას „მგზავრის წერილები“. სპექტაკლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი ხორციელდება საქართველოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით. პროექტის ფარგლებში ასევე […]

დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლი სომხეთის საერთაშორისო ფესტივალზე

დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლი სომხეთის საერთაშორისო ფესტივალზე

რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის მონო სპექტაკლი “ღამე და თუთიყუში” სომხეთში იქნება წარმოდგენილი. 4 მაისს, ერევანში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი მონო სპექტაკლების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში „არმმონო“ მონაწილეობას მიიღებს დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლით „ღამე და თუთიყუში”, რომელშიც ნიკოლოზ ფაიქრიძე მონაწილეობს.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის გამარჯვება ზაგრებში

მოზარდ მაყურებელთა თეატრის გამარჯვება ზაგრებში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა ხორვატიის ქალაქ ზაგრებში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვება მოიპოვა. 24-28 აპრილის ჩათვლით ზაგრებში ბავშვთა პროფესიული თეატრების საუკეთესო სპექტაკლების 19-ე საერთაშორისო თეატრალური Naj, Naj, Naj ფესტივალი გაიმართა. თეატრალურ ფესტივალზე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“, რომლის რეჟისორებიც დიმიტრი ხვთისიაშვილი და გია მარღანია არიან. საერთაშორისო […]

ელისაბედ ავსაჯანიშვილი – დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი!

ელისაბედ ავსაჯანიშვილი - დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი!

ელისაბედ ავსაჯანიშვილი – ქართული საბალეტო ხელოვნების ამომავალი ვარსკვლავი – ასე ახასიათებს ბალერინას რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი: “ამ გოგონას მშობლების მეჯვარე ვარ!!! რაც ძალიან მეამაყება! დაიმახსოვრეთ ქართული საბალეტო ხელოვნების ამომავალი ვარსკვლავი!!! ელისაბედ ავსაჯანიშვილი!!!”

დიდი საახალწლო სიურპრიზი მოზარდ მაყურებელთა თეატრისგან

დიდი საახალწლო სიურპრიზი მოზარდ მაყურებელთა თეატრისგან

27 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით მოზარდ მაყურებელთა თეატრი ბავშვებს საახალწლოდ დიდ სიურპრიზს სთავაზობს – სცენაზე გაცოცხლდება ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული და პოპულარული ზღაპარი სიყვარულზე – ამბავი უფლისწულზე, რომელსაც ჯადოქარი ურჩხულად აქცევს. მიუზიკლისთვის საგანგებოდ ითარგმნა ქართულად სიმღერის ტექსტები, ხოლო ალან მენკენისა და ჰოვარდ ეშმანის ცნობილი მუსიკის გარდა, სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის შეიქმნა რამდენიმე მუსიკალური თემა. მოჯადოებული ურჩხულის სასახლეში […]