10 აპრილი, 2017

მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერა გადაიდო

ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერა გადაიდო.

13 აპრილს თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილს მაყურებლისთვის ილია ჭავჭავაძის შემოქმედების მიხედვით სპექტაკლის “მგზავრის წერილები” პრემიერა უნდა წარედგინა.

დაანონსებული პრემიერა 21 აპრილს 19 საათზე გადაიდო. მიზეზი მსახიობ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებაა. საპრემიერო სპექტაკლში მსახიობის სიძე ნიკა ნანიტაშვილი თამაშობს.